უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი გიორგი ჩაკვეტაძის გოლს გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთი-საქართველოს ერთა ლიგის პირველ შეხვედრაში ტურნირის ისტორიაში პირველი გოლი სწორედ ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა.
ჩაკვეტაძემ ულამაზესი გოლი 69-ე წუთზე გაიტანა და ჩვენი გუნდი 1:0 დააწინაურა.
ამასთან ერთად, იმ ფეხბურთელების ჩამონათვალსაც გვაწვდის, რომლებმაც სხვადასხვა ტურნირში, ჩაკვეტაძის მსგავსად, ასევე პირველი გოლი გაიტანეს.
- ჩემპიონთა თასი
ჟოაუ ბაპტიშტა მარტინში – სპორტინგი-პარტიზანი 3:3, 4 სექტემბერი, 1955 წელი
- ევროპის ჩემპიონატი
ანატოლი ილინი – სსრკ-უნგრეთი 3:1, 28 სექტემბერი, 1958 წელი
- საერთაშორისო თასი
ფერენც პუშკაში – რეალი-პენიაროლი 5:1, 4 სექტემბერი, 1960 წელი
-
თასების თასი
ჰორსტ კოლე – ფორვერტსი-რუდა ხვეზდა 2:1, 1 აგვისტო, 1960 წელი
- უეფას თასი
რალფ კოუტსი – კეფლავიკი-ტოტენჰემი 1:6, 14 სექტემბერი, 1971 წელი
- უეფას სუპერთასი
ლუჩანო კიარუჯი – მილანი-აიაქსი 1:0, 9 იანვარი, 1974 წელი
- ჩემპიონთა ლიგა (ჯგუფური ეტაპი)
დანიელ ამოკაჩი – ბრიუგე-ცსკა 1:0, 25 ნოემბერი, 1992 წელი
- ინტერტოტოს თასი
ერჯიუმენტ შაჰინი – უიმბლდონი-ბურსასფორი 0:4, 24 ივნისი, 1995 წელი
- ევროპის ლიგა
ალბერტო საპატერი – ჯენოა-სლავია 2:0, 17 სექტემბერი, 2009 წელი
გიორგი ჩაკვეტაძის სახელი ისტორიას დარჩება, როგორც ზემოთ მოხსენიებული ფეხბურთელების.
სპორტალი