ქუთაისის ტორპედომ ალბანური კუკესის ბარიერი დაძლია და ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა. ქუთაისელებს ჯგუფურ ეტაპს მხოლოდ ერთი ბარიერი აშორებს. კუკესთან პირველი შეხვედრა ტორპედომ 5:2 მოიგო და განმეორებითი მატჩის წინ სოლიდური უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ტორპედოს მაინც გაუჭირდა და კინაღამ გამოეთიშა ასპარეზობას. კუკესმა 2:0 მოიგო და მათ მხოლოდ ერთი გოლი დააკლდათ შემდეგ ეტაპზე გასავლელად. აღსანიშნავია როინ კვასკვაძის კარგი […]
კატეგორია: სპორტი
კევინ დე ბრუინე 3 თვე იუქმებს
მანჩესტერ სიტის ბელგიელმა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინემ ვარჯიშზე სერიოზული ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ ის სამი თვე იუქმებს. კევინს მსგავსი ტრავმა ადრეც ჰქონდა, მაშინ მან ორი თვე გამოტოვა. მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა რომ დე ბრუინეს არყოფნა მისი გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება, რადგან ის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. . შარშანდელ სეზონში კევინმა ბევრი […]
ტონი კროოსმა მესუტ ოზილი გააკრიტიკა
გერმანიის ნაკრების და მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ტონი კროოსმა მესუტ ოზილზე ისაუბრა და თქვა რომ ოზილი არასწორად მოიქცა, როდესაც გერმანელები რასიზმში დაადანაშაულა. კროოსის აზრით ოზილმა პრობლემები საკუთარ თავში უნდა ეძიოს, რადგან ბოლო პერიოდში ის გერმანიის ნაკრებში ცუდად თამაშობდა: ”საფეხბურთო ფედერაციაში რასიზმი არ არის და არ მესმის ოზილმა ასეთი განცხადება რატომ გააკეთა. ის ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ ბოლო […]
ატლეტიკომ რეალს სუპერთასი მოუგო – ვიდეო
რამდენიმე წუთის წინ ტალინში დასრულდა ევროპის სუპერთასის მატჩი მადრიდის რეალსა და ატლეტიკოს შორის. “ატლეტიკომ” დამატებით დროში “რეალს” 4:2 სძლია. საინტერესო იყო სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში როგორ წარმოაჩენდა თავს თავდამსხმელ რონალდოს გარეშე დარჩენილი “რეალი”, რომელსაც ახალი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი ახალ სტილში ათამაშებს. ვერ წარმოაჩინა! ანგარიში 49-ე წამზე როხიბლანკოს ფორვარდმა დიეგო კოშტამ გახსნა. ეს სუპერთასზე გატანილი ყველაზე […]
ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერაში პაუზა აიღო
ბარსელონას კაპიტანმა ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერაში პაუზა აიღო და მან თხოვნით მიმართა არგენტინის საფეხბურთო ფედერაციას რომ ის რამდენიმე თვე ნაკრებში არ გამოიძახონ. ჯერჯერობით თვითონ მესის ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, ამიტომ უცნობია თუ რატომ მიიღო მან ასეთი გადაწყვეტილება. მესიმ ერთხელ უკვე დატოვა ნაკრები და ეს 2016 წელს მოხდა, მაგრამ მაშინ ლეომ მალე გადაიფიქრა და […]
სერხიო რამოსი: ”რონალდოს წასვლას როგორმე გადავიტანთ”
მადრიდის რეალის ერთ-ერთმა ლიდერმა სერხიო რამოსმა კრიშტიანო რონალდოს წასვლაზე ისაუბრა და თქვა რომ რეალი რონალდოს გარეშეც ძლიერი იქნება. რამოსის აზრით რეალში ბევრი უმაღლესი დონის ფეხბურთელი თამაშობს, რომლებსაც შეუძლიათ ამ გუნდს გამარჯვებები მოუტანონ: ”რონალდო შესანიშნავი მოთამაშეა და მისი წასვლა ჩვენთვის სასიამოვნო არ არის, მაგრამ მის გარეშეც რეალში ბევრი ძლიერი ფეხბურთელი თამაშობს და ჩვენ გამარჯვებული გუნდის მენტალიტეტი […]
სალაჰი ლივერპულის პოლიციაში დაიბარეს
ლივერპულის ლიდერი მოჰამედ სალაჰი ლივერპულის პოლიციამ დაიბარა. ამის მიზეზი ის არის რომ სალაჰი საჭესთან სმარტფონით ხელში დააფიქსირეს, რაც ინგლისში აკრძალულია. სავარაუდოდ სალაჰს ჯარიმას დააკისრებენ, ან შესაძლოა მას დროებით მანქანის მართვის უფლება ჩამოართვან. თვითონ ფეხბურთელმა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მოჰამედ სალაჰი ლივერპულში ერთი წლის წინ გადავიდა და მას შემდეგ ის გუნდის ერთ-ერთი მთავარი […]
მარიო მანჯუკიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
ხორვატიის ნაკრების ლიდერმა მარიო მანჯუკიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. მანჯუკიჩს მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა მან თქვა რომ ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო: ”ამ საკითხზე დიდიხანია ვფიქრობ და ბოლოს გადაწყვეტილება მივიღე, რომელიც ჩემთვის საკმაოდ რთული იყო. მოვიდა დრო რომ ნაკრებს დავემშვიდობო და აქცენტი საკლუბო კარიერაზე გავაკეთო”–განაცხადა მანჩუკიჩმა. შეგახსენებთ რომ წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე მანჩუკიჩი ხორვატიის ნაკრებთან ერთად […]
გიორგი ქვილითაია ბრუნდება – “თამაშს მალე შევძლებ”
საქართველოს ნაკრებისა და “გენტის” ფორვარდის, გიორგი ქვილითაიას კოჭის ტრავმის აღდგენითი პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ამის შესახებ მან Sportall.ge-ს განუცხადა. ქვილითაიამ გვითხრა, რომ შესაძლოა, მოედანს უახლოეს 1 კვირაში დაუბრუნდეს. “აღდგენითი პროცესი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში დავიწყე. დაახლოებით, 3 კვირით ადრე დავიწყე ვარჯიში, ვიდრე ეს ექიმებს ეგონათ, რადგან კოჭის მდგომარეობა საკმაოდ კარგია. რაც […]
ბრაზილიელი რონალდო საავადმყოფოდან გაწერეს
მსოფლიო ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა რონალდო საავადმყოფოდან გაწერეს და ის თავს კარგად გრძნობს. რონალდო იბიცაზე იმყოფებოდა, როდესაც ის მოულოდნელად ცუდად გახდა და ყოფილი ფეხბურთელი ადგილობრივ დაავადმყოფოში გადაიყვანეს. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და რონალდომ გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობაც გადაუხადა: ”რამდენიმე დღე საავადმყოფოში მომიწია ყოფნა, მაგრამ ამჟამად ყველაფერი კარგად არის. ყველა ადამიანს მადლობას ვუხდი, ვინც ჩემს მიმართ თანადგომა გამოხატა”–განაცხადა […]










