ტონი კროოსმა მესუტ ოზილი გააკრიტიკა

ტონი კროოსმა მესუტ ოზილი გააკრიტიკაგერმანიის ნაკრების და მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ტონი კროოსმა მესუტ ოზილზე ისაუბრა და თქვა რომ ოზილი არასწორად მოიქცა, როდესაც გერმანელები რასიზმში დაადანაშაულა. კროოსის აზრით ოზილმა პრობლემები საკუთარ თავში უნდა ეძიოს, რადგან ბოლო პერიოდში ის გერმანიის ნაკრებში ცუდად თამაშობდა:
”საფეხბურთო ფედერაციაში რასიზმი არ არის და არ მესმის ოზილმა ასეთი განცხადება რატომ გააკეთა. ის ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ ბოლო პერიოდში მისგან თითქმის არ იყო სარგებელი. ვფიქრობ ოზილმა სხვებს თავი უნდა დაანებოს და პრობლემები საკუთარ თავში ეძიოს”–განაცხადა ტონი კროოსმა.