კატეგორია: სპორტი

ლევანდოვსკი სავარაუდოდ ბაიერნს დატოვებს

ლევანდოვსკი სავარაუდოდ ბაიერნს დატოვებს

მიუნხენის ბაიერნის ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ზაფხულში სავარაუდოდ ბაიერნს დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლევანდოვსკიმ თავის აგენტს სთხოვა რომ მას ახალი გუნდი მოუძებნოს. პოლონელი ფორვარდის შეძენა საკმაოდ ბევრ გუნდს სურს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს ლევანდოვსკი კარიერას. აღსანიშნავია ისიც რომ თვითონ ლევანდოვსკის არ დაუდასტურებია ის ინფორმაცია რომ მას ბაიერნიდან წასვლა სურს. ლევანდოვსკი ბაიერნის ღირსებას 2014 წლიდან […]

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჯოკოვიჩთან უშანსოდ წააგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჯოკოვიჩთან უშანსოდ წააგო

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა. მეორე წრეში მისი მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა, რომელიც 14 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული და წლების მანძილზე მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო. ბოლო პერიოდში ჯოკოვიჩი არ არის ოპტიმალურ ფორმაში, მაგრამ ბასილაშვილი მან საკმაოდ ადვილად დაამარცხა 2 სეტში, ანგარიშით 6:4, 6:2. პირველ სეტში ბასილაშვილმა ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ჯოკოვიჩის კლასმა და […]

ბუფონი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს

ზიდანი შესაძლოა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი გახდეს

იუვენტუსის ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა გადაწყვეტილება მიიღო და სეზონის ბოლოს ის საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. ეს ინფორმაცია თვითონ ბუფონმა ოფიციალურად დაადასტურა: ”წლები მემატება და დროა რომ ასპარეზი ახალგაზრდებს დავუთმო. ფეხბურთმა ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშა”–განაცხადა ჯანლუიჯი ბუფონმა. ბუფონი უკვე 40 წლის არის და ბოლო რამდენიმე სეზონი ის არცთუ სტაბილურად თამაშობდა, თუმცა ის მაინც იუვენტუსის პირველი მეკარე […]

ზიდანი შესაძლოა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი გახდეს

ზიდანი შესაძლოა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი გახდეს

ესპანურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია რომ ზინედინ ზიდანმა მომავალ სეზონში შესაძლოა მადრიდის რეალი დატოვოს და საფრანგეთის ნაკრებში გადაინაცვლოს, სადაც მას უკვე დიდიხანია ელიან. თვითონ ზიდანს ამის შესახებ არაფერი უთქვამს, მაგრამ ერთ-ერთ ინტერვიუში ზიდანმა განაცხადა რომ მომავალში საფრანგეთში დაბრუნებას არ გამორიცხავს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ მოხდება. ზიდანმა რეალი 2016 წელს ჩაიბარა და ზედიზედ ორჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის […]

პსჟ-ს ახალი მწვრთნელი ტომას ტუჰელი იქნება

პსჟ-ს ახალი მწვრთნელი ტომას ტუჰელი იქნება

ოფიციალურად გადაწყდა რომ პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი მომავალ სეზონში ტომას ტუჰელი იქნება. ეს ინფორმაცია თვითონ ტუჰელმა დაადასტურა. ტუჰელის თქმით  მისთვის პსჟ-ში მუშაობა დიდი გამოწვევა იქნება: ”ძალიან ბედნიერი ვარ რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცა. პსჟ დიდი გუნდია და ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ ყველა ტურნირში. ჩემთვის ეს დიდი გამოწვევაა და ერთი სული მაქვს მუშაობა დავიწყო”–განაცხადა ტომას ტუჰელმა. ტუჰელი პსჟ-სთან […]

რობერტო მანჩინი: ”იტალიის ნაკრებს დიდებას დავუბრუნებ”

რობერტო მანჩინი: ”იტალიის ნაკრებს დიდებას დავუბრუნებ”

იტალიის ახალმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ პირველი კომენტარი გააკეთა ნაკრებზე და თქვა რომ იტალიამ ძველი დიდება უნდა დაიბრუნოს. მანჩინის აზრით ამის გაკეთება შესაძლებელია: ”იტალია უდიდესი საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანაა და ბოლო პერიოდში ჩვენ კრიზისი გვაქვს, რაც მიუღებელია. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ იტალიას ძველი დიდება დავუბრუნო და ისევ ისეთი გუნდი გავხადო, როგორიც ადრე იყო. მუშაობას მალე დავიწყებ”–განაცხადა რობერტო […]

ნეიმარი: ”რეალში გადასვლას არ ვაპირებ”

ნეიმარი: ”რეალში გადასვლას არ ვაპირებ”

ნეიმარმა ბოლო პერიოდში გავრცელებულ სატრანსფერო ჭორებზე ისაუბრა და თქვა რომ ის რეალში გადასვლას არ აპირებს, რადგან პსჟ-ში ბედნიერია. ნეიმარის თქმით, ჭორები მისთვის ძალიან დამღლელია: ”მინდა რომ ეს საუბრები დასრულდეს, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ არსად წასვლას არ ვაპირებ, არც რეალში და არც ბარსელონაში. ჩემი მიზანია პსჟ-სთან ერთად ბევრი ტიტული მოვიგო, ამჟამად კი მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე […]

ბეილი ზაფხულში რეალს დატოვებს

ბეილი ზაფხულში რეალს დატოვებს

გარეტ ბეილი ზაფხულში რეალის დატოვებას აპირებს. ამის შესახებ უელსელმა ფორვარდმა თვითონ განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას ბეილი, თუმცა სავარაუდოდ ის ინგლისში დაბრუნდება. ბეილის ყიდვა მანჩესტერ იუნაიტედს სურს და მანჩესტერელები მზად არიან მის ტრანსფერში 100 მილიონი ევრო გადაიხადონ, ზუსტად ის თანხა, რომელიც რეალმა ბეილში თავის დროზე დახარჯა. ბეილმა რეალში 5 წელი გაატარა […]

კრიშტიანო რონალდომ შესაძლოა ფინალი გამოტოვოს

კრიშტიანო რონალდომ შესაძლოა ფინალი გამოტოვოს

მადრიდის რეალის ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ ბარსელონასთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაუბრუნდება ის მოედანს. თავიდან ეს ტრამვა სერიოზული არ ჩანდა, მაგრამ ესპანურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია რომ რონალდომ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ფინალიც კი გამოტოვოს, რაც რეალისთვის უდიდესი დანაკლისი იქნება. ჯერჯერობით რეალის წარმომადგენლები ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 26 მაისს, […]

სერხიო აგუერო შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს

სერხიო აგუერო შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს

მანჩესტერ სიტის ფორვარდმა სერხიო აგუერომ შესაძლოა ზაფხულში გუნდი დატოვოს და ესპანეთში დაბრუნდეს. აგუეროს შეძენა მადრიდის ატლეტიკოს სურს, სადაც აგუერო 2007-2011 წლებში თამაშობდა. ანტუან გრიზმანი სავარაუდოდ ატლეტიკოს დატოვებს და მადრიდში მის შემცვლელს უკვე ეძებენ. აგუეროსთვის ატლეტიკო პირველი ევროპული გუნდია, სადაც მან გაითქვა კიდეც სახელი. ჯერჯერობით აგუეროს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ ინგლისში საკმაოდ ბევრს საუბრობენ […]