სერხიო აგუერო შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს

სერხიო აგუერო შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდესმანჩესტერ სიტის ფორვარდმა სერხიო აგუერომ შესაძლოა ზაფხულში გუნდი დატოვოს და ესპანეთში დაბრუნდეს. აგუეროს შეძენა მადრიდის ატლეტიკოს სურს, სადაც აგუერო 2007-2011 წლებში თამაშობდა.

ანტუან გრიზმანი სავარაუდოდ ატლეტიკოს დატოვებს და მადრიდში მის შემცვლელს უკვე ეძებენ. აგუეროსთვის ატლეტიკო პირველი ევროპული გუნდია, სადაც მან გაითქვა კიდეც სახელი.

ჯერჯერობით აგუეროს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ ინგლისში საკმაოდ ბევრს საუბრობენ მანჩესტერ სიტიდან მის შესაძლო წასვლაზე.