მიუნხენის ბაიერნის ფორვარდმა ტომას მიულერმა რეალთან მარცხის შემდეგ განაცხადა რომ მისი გუნდისთვის ჯერ არაფერი დასრულებულა და მადრიდში ბაიერნი მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს: ”ძალიან სამწუხაროა რომ წავაგეთ, რადგან ამას არ ვიმსახურებდით. იღბალი დღეს ჩვენს მხარეს არ იყო. წინ კიდევ 90 წუთია და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. მჯერა რომ ფინალში გასვლა შეგვიძლია”–განაცხადა ტომას მიულერმა. ბაიერნმა რეალთან საკუთარ მოედანზე 1:2 […]
კატეგორია: სპორტი
სერხიო რამოსი: ”რთული თამაში მოვიგეთ”
მადრიდის რეალის კაპიტანმა სერხიო რამოსმა განაცხადა რომ ბაიერნის წინააღმდეგ მის გუნდს გაუჭირდა, მაგრამ მიუხედავად ამისა რეალმა კარგ შედეგს მიაღწია. რამოსის თქმით განმეორებითი შეხვედრა ასევე რთული იქნება: ”ნამდვილად გაგვიჭირდა, რადგან ბაიერნი ძლიერი გუნდია, მაგრამ საბოლოოდ გავიმარჯვეთ და ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია. ჯერ ფინალში არ გავსულვართ, რადგან განმეორებითი შეხვედრა წინ არის, სადაც ყურადღებით უნდა ვიყოთ”–განაცხადა სერხიო რამოსმა.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ისევ წააგო
მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი ბოლო პერიოდში ძალიან ცუდად ასპარეზობს და ის უკვე ათეულს მიღმა იმყოფება. ნოვაკმა მორიგი მარცხი ბარსელონაში განიცადა, სადაც ის სლოვაკ მარტინ კლიჟანთან დამარცხდა სამ სეტში. ნოვაკმა აღიარა რომ ის აღარ არის ისეთი როგორც ადრე, მაგრამ იმედოვნებს რომ ძველ ფორმას დაიბრუნებს, თუმცა ამის გაკეთება იოლი არ იქნება. ჯოკოვიჩმა მწვრთნელიც შეიცვალა, მაგრამ […]
სტივენ ჯერარდი: ”მოჰამედ სალაჰი მსოფლიოში საუკეთესოა”
ლივერპულის ლეგენდამ სტივენ ჯერარდმა მოჰამედ სალაჰზე ისაუბრა და თქვა რომ ამჟამად ეგვიპტელი ფეხბურთელი მსოფლიოში საუკეთესოა. ჯერარდის აზრით სალაჰს აქვს პოტენციალი რომ მოუმატოს და გუნდისთვის უფრო მეტი გააკეთოს: ”მესი და რონალდო წლების მანძილზე საუკეთესოები იყვნენ, მაგრამ ამჟამად სალაჰი მათ არაფრით ჩამოუვარდება. მისი გოლები რომას წინააღმდეგ საოცარი იყო და ის ლივერპულის ნამდვილი ლიდერია. თამამად შემიძლია ვთქვა რომ […]
რობერტ ლევანდოვსკი: ”რეალს დავამარცხებთ”
ბაიერნის პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ რეალთან დაპირისპირებაზე ისაუბრა და თქვა რომ მისი გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია და რეალის დამარცხება შეუძლია. ლევანდოვსკის აზრით ამ დაპირისპირების ბედს მცირე დეტალები გადაწყვეტენ: ”ვფიქრობ იდეალური მომენტია იმისთვის რომ რეალი დავამარცხოთ, რადგან გუნდში კარგი ატმოსფეროა და ფეხბურთელები მშვენიერ ფორმაში არიან. წინ მძიმე მატჩები გველის, სადაც ნებისმიერი დეტალი მნიშვნელოვანი იქნება”–განაცხადა რობერტ ლევანდოვსკიმ. […]
რივალდომ ნეიმარს რეალში გადასვლა ურჩია
წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა რივალდომ, თავის თანამემამულეს ნეიმარს პსჟ-დან წასვლა ურჩია. რივალდოს აზრით ნეიმარი მსოფლიოს უძლიერეს გუნდში უნდა გადავიდეს, ეს გუნდი კი მადრიდის რეალია: ”ვფიქრობ ნეიმარს შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, მაგრამ ამისთვის საჭიროა რომ მან პარიზი დატოვოს. რეალი მისთვის კარგი ვარიანტი იქნება, რადგან იქ საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ, რომელთა გვერდით ნეიმარი კიდევ უფრო განვითარდება”–განაცხადა რივალდომ. ბოლო […]
ვალვერდემ სეზონის ბოლოს შესაძლოა ბარსელონა დატოვოს
ესპანურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია რომ სეზონის ბოლოს ერნესტო ვალვერდემ შესაძლოა ბარსელონა დატოვოს, მიუხედავად იმისა რომ მან ესპანეთის თასი უკვე მოიგო, ხოლო ჩემპიონობამდე კი ძალიან ცოტაა დარჩენილი. რომასთან მარცხმა ბარსელონას ხელმძღვანელობა გაანაწყენა და შესაძლოა ვალვერდეს კარისკენ მიუთითონ, თუმცა ოფიციალური კომენტარი ამ თემის გარშემო არ გაკეთებულა. თვითონ ვალვერდე ასევე არ საუბრობს თავის მომავალზე და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით […]
რეალი ზაფხულში სალაჰისთვის იბრძოლებს
მადრიდის რეალი ზაფხულში ლივერპულის ვარსკვლავის მოჰამედ სალაჰის შეძენას შეეცდება. სალაჰი წლევანდელ სეზონში ძალიან შედეგიანია და მან უკვე 41 გოლის გატანა მოახერხა მისი კარგი თამაში რეალის ხელმძღვანელობას არ გამორჩენია და სამეფო კლუბი ზაფხულში სალაჰისთვის იბრძოლებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რეალი მზად არის სალაჰის ტრანსფერში 200 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა ეს ინფორმაცია რეალის წარმომადგენლებს ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. თვითონ […]
მოჭადრაკე ნინო ხურციძე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე გარდაიცვალა. ნინო ხურციძე სიმსივნეს ებრძოდა, სამწუხაროდ, მან ავადმყოფობის დამარცხება ვერ შეძლო. ნინო ხურციძე მსოფლიოს ჩემპიონია 16 და 20 წლის გოგონათა შორის. 1998 წელს ის მსოფლიოს ჩემპიონი სტუდენტებშიც გახდა. იგი 5 ოლიმპიადაზე, 3 მსოფლიოს ჩემპიონატზე და 7 ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობდა. ამასთან, ნინოს ოლიმპიადის სამივე სინჯის მედალი აქვს მოგებული, ის გახლავთ საქართველოს […]
საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ტაივანი დაამარცხა და მსოფლიოს II დივიზიონში გადავიდა
სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 დივიზიონის უკანასკნელ ტურში საქართველოს ყინულის ჰოკეისტთა ეროვნულმა გუნდმა ტაივანი გაანადგურა (11:2), ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მე-2 დივიზიონის საგზური მოიპოვა. „სპორტალ.გე“-ს ინფორმაციით, საქართველოს გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და მატჩის ბედი ფაქტობრივად პირველივე პერიოდში გადაწყვიტა (5:1). მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაზარდა (8:1). საბოლოოდ კი შეხვედრა 11:2 დასრულდა. გოლები ჩვენი გუნდიდან […]









