საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ტაივანი დაამარცხა და მსოფლიოს II დივიზიონში გადავიდა

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ტაივანი დაამარცხა და მსოფლიოს II დივიზიონში გადავიდასამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 დივიზიონის უკანასკნელ ტურში საქართველოს ყინულის ჰოკეისტთა ეროვნულმა გუნდმა ტაივანი გაანადგურა (11:2), ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მე-2 დივიზიონის საგზური მოიპოვა.
„სპორტალ.გე“-ს ინფორმაციით, საქართველოს გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და მატჩის ბედი ფაქტობრივად პირველივე პერიოდში გადაწყვიტა (5:1). მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაზარდა (8:1). საბოლოოდ კი შეხვედრა 11:2 დასრულდა.

გოლები ჩვენი გუნდიდან გაიტანეს: ალექსანდრე ჟუჟუნაშვილმა (4), არტიომ კურბატოვმა, სემიონ ხარიზოვმა (3), ივან შვეცოვმა, ალექსანდრე ვასილჩენკომ და მიხაილ შალუნოვმა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ არტიომ კოზიულინი აღიარეს, ხოლო ტურნირის საუკეთესო ჰოკეისტად – ოლივერ ობოლგოგიანი.

ინტერპრესნიუსი