ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველმა ზიუდოისტმა ლაშა ბექაურმა რუსი იგოლნიკოვი დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. იგოლნიკოვმა წინა ეტაპზე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა.
კატეგორია: სპორტი
ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა
ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში შავდათუაშვილი იაპონელ შოჰეი ონოს დაუპირისპირდა და მასთან დამარცხდა. ლეგენდარული 29 წლის ქართველი ძიუდოისტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე აიღო მედალი – ლონდონი 2012 – ოქროს; რიო 2016 – ბრინჯაო; ტოკიო 2020 – ვერცხლი. შავდათუაშვილი 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადის ფინალში გავიდა
ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალი მოიგო და ფინალში გავიდა. ნახევარფინალში მან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, სამხრეთკორეელი ჩანგრიმ ანი გაფრთხილებებით დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში გავიდა, სადაც იაპონელ შოჰეი ონოს დაუპირისპირდება. ნახევარფინალური შეხვედრა ძალიან დაძაბული იყო, დამატებით დროში გადავიდა და თითქმის 10 წუთი გაგრძელდა.
ნიკა ბასილაშვილი ოლიმპიადის 1/8 ფინალში გავიდა
ხვიჩა კვარაცხელია მილანში გადადის
როგორც რუსული მედია საშუალებები იტყობინებიან, ხვიჩა კვარაცხელია მილანს შეუთანხმდა. წყაროდ ავტორიტეტული რუსული მედია საშუალებები metaratings.ru-ს ასახელებენ, ხოლო თავის მხრივ ეს ვებ გვერდი ინფორმაციას ექსკლუზიურს უწოდებს. დამატებითი ინფორმაცია, კლუბებს შორის მიღწეულ შეთანხმებასა და ან პირადი კონტრაქტის პირობებზე რუსებს დასახელებული არ აქვთ. მათივე თქმით, ტრანსფერში გადამწყვეტი როლი კახა კალაძემ, მილანის ყოფილმა მცველმა და თბილისის მოქმედმა მერმა შეასრულა. […]
მაკრონი – “საქართველოში დაბადებულმა ლუკა მხეიძემ საფრანგეთს ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოუტანა”
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სპორტსმენის, ლუკა მხეიძის ოლიმპიური მედალი ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა. მან ტვიტერზე დაწერა, რომ ქვეყანა, რომელიც საქართველოდან ემიგრირებულმა სპორტსმენმა აირჩია, ახლა სიამაყეს გრძნობს. ამის შესახებ რეპორტი წერს. „ოლიმპიური თამაშები შესანიშნავი ადამიანური ისტორიებია. ლუკა მხეიძემ, რომელიც საქართველოში დაიბადა და 2015 წელს საფრანგეთის მოქალაქე გახდა, ახლახან საფრანგეთს ტოკიოში პირველი მედალი მოუტანა. ქვეყანა, რომელიც მან […]
გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა
გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა. ეს იყო ამხანაგური შეხვედრა, რომელიც ვალენსიას ახალგაზრდულმა გუნდმა გამართა. ვალენსიას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ნათქვამია, რომ გიორგი მამარდაშვილმა შეხვედრაში რამდენიმე სეივი განახორციელა და ხაზგასმულია, რომ გიორგი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ვალენსიას მაისური მოირგო.
გაგუამ ალავესის შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა
ესპანეთის ლა ლიგის ახალ სეზონისთვის გიორგი გაგუა „დეპორტივო ალავესის“ შემადგენლობაში ემზადება და სადებიუტო გოლი გაიტანა. გაგუა, რომელიც გასულ სეზონში „ალავესის“ მეორე გუნდის ბომბარდირი გახდა, მთავარ გუნდში ორიოდე დღის წინ დააწინაურეს. შეკრების პირველ ამხანაგურ მატჩში „ალავესი“ დაბალი ლიგის „ამორობიეტას“ შეხვდა და იოლად დაამარცხა 5:2. პირველი ტაიმი „ალავესმა“ 2:0 მოიგო, შესვენებაზე კი მწვრთნელმა შემადგენლობა შეცვალა და მოედანზე […]
გიორგი გაგუა ალავესის ძირითად გუნდთან ვარჯიშობს
გიორგი გაგუა ესპანეთის “ლა ლიგის” ახალი სეზონისთვის “ალავესის” ძირითად გუნდთან ერთად ემზადება – ამის შესახებ ფეხბურთელის “ფეისბუქის” მეშვეობით გახდა ცნობილი. ქართველმა შემტევმა გასული სეზონი “ალავესის” სარეზერვო გუნდის შემადგენლობაში გაატარა და “სეგუნდა B დივიზიონში” 6 გოლი გაიტანა. ესპანეთის ჩემპიონატის 2021-22 წლების სეზონი 15 აგვისტოს დაიწყება. 19 წლის ქართველის გუნდი პირველ ტურში მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს. სპორტალი
ლევან მაისაშვილი იოჰანესბურგში სიცოცხლისთვის იბრძვის – მისი მდგომარეობა დამძიმდა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი იოჰანესბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა დამძიმდა. არსებული ინფორმაციით, მას ფილტვები აქვს დაზიანებული და ის ახლა სიცოცხლისათვის იბრძვის. „საქართველოს ნაკრების მწვრთნელი სიცოცხლისთვის იბრძვის. იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება,“ – წერს „ქართული რაგბი“ სოცქსელში. შეგახსენებთ, 2 ივლისს, სამხრეთ აფრიკასთან გამართული მატჩის შემდეგ, ორივე გუნდის რიგებში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შორის, ლევან მაისაშვილიც არის.