ხვიჩა კვარაცხელია მილანში გადადის

ხვიჩა კვარაცხელია მილანში გადადისროგორც რუსული მედია საშუალებები იტყობინებიან, ხვიჩა კვარაცხელია მილანს შეუთანხმდა. წყაროდ ავტორიტეტული რუსული მედია საშუალებები metaratings.ru-ს ასახელებენ, ხოლო თავის მხრივ ეს ვებ გვერდი ინფორმაციას ექსკლუზიურს უწოდებს. დამატებითი ინფორმაცია, კლუბებს შორის მიღწეულ შეთანხმებასა და ან პირადი კონტრაქტის პირობებზე რუსებს დასახელებული არ აქვთ.

მათივე თქმით, ტრანსფერში გადამწყვეტი როლი კახა კალაძემ, მილანის ყოფილმა მცველმა და თბილისის მოქმედმა მერმა შეასრულა.

ტრანსფერს ეხმაურება ავტორიტეტული იტალიური გამოცემაც. football-italia-ს ინფორმაციით მილანმა ტრანსფერი უკვე დახურა. წყაროდ იტალიელებსაც რუსული მედია აქვთ მოყვანილი.