კატეგორია: სპორტი

ნეიმარი: ”რეალში არ გადავალ”

ნეიმარი: ”რეალში არ გადავალ”

პსჟ-ს სუპერვარსკვლავმა ნეიმარმა განაცხადა რომ ის რეალში გადასვლას არ აპირებს და მას ბარსელონა კვლავინდებურად უყვარს. ნეიმარის თქმით ის პარიზში ბედნიერია და გუნდთან ერთად ბევრი ტიტულის მოგებას აპირებს. ”რეალში გადასვლა არ მსურს, რადგან ბარსელონას პატივს ვცემ და ჩემს ახალ გუნდში ბედნიერი ვარ. პსჟ თავის ძალას კიდევ არაერთხელ აჩვენებს და მე მაქსიმალურად დავეხმარები მათ ამის გაკეთებაში. პარიზში […]

ჰარი კეინმა 2017 წელს ყველაზე მეტი გოლი გაიტანა

ჰარი კეინმა 2017 წელს ყველაზე მეტი გოლი გაიტანა

ჰარი კეინმა 2017 წელს 56 გოლის გატანა შეძლო და ამ მაჩვენებლით მან გაუსწრო ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდუს, რომლებსაც 53 გოლი აქვთ გატანილი პსჟ-ს ფორვარდმა ედისონ კავანიმ ასევე 53-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა. ჰარი კეინი ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად ითვლება და მისი ყიდვა ბევრ კლუბს სურს, მათ შორის მადრიდის რეალს, მაგრამ ტოტენჰემი კეინის გაყიდვას არ […]

ბოავიშტას 20 წლის ფეხბურთელი კიბოთი გარდაიცვალა

ბოავიშტას 20 წლის ფეხბურთელი კიბოთი გარდაიცვალა

პორტუგალიური ბოავიშტას 20 წლის ფეხბურთელი ედუ ფერეირა კიბოთი გარდაიცვალა. ეს სამწუხარო ინფორმაცია ბოავიშტას წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს. ფერეირა თავდამსხმელი იყო და მას საკმაოდ კარგ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ნოემბერში ფერეირას საბედისწერო დიაგნოზი დაუსვეს. ახალგაზრდა ფეხბურთელი ერთი თვის მანძილზე ებრძოდა დაავადებას, მაგრამ უშედეგოდ. პორტუგალიის ჩემპიონატის შემდეგი ტურის შეხვედრები წუთიერი დუმილით დაიწყება. ფერეირას რამდენიმე დღეში დაკრძალავენ.

გარი ნევილმა მანჩესტერ იუნაიტედი ისევ გააკრიტიკა

გარი ნევილმა მანჩესტერ იუნაიტედი ისევ გააკრიტიკა

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი გარი ნევილი თავის ძველ გუნდს ხშირად აკრიტიკებს და ამჯერადაც ასე მოხდა, როდესაც მანჩესტერმა ლესტერთან ბოლო წუთზე გაუშვა ხელიდან გამარჯვება. ნევილის აზრით მანჩესტერ იუნაიტედში არ არის ლიდერი, რომელიც რთულ მომენტებში გუნდის თამაშს დაალაგებდა. ”ბოლო წუთებზე მანჩესტერი საოცრად არაორგანიზებულად გამოიყურებოდა და ამის გამო ისინი დაისაჯენ კიდეც. გუნდს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს. მოურინიოს კიდევ […]

ბარსელონამ რეალი მადრიდში გაანადგურა – ვიდეო

ბარსელონამ რეალი მადრიდში გაანადგურა - ვიდეო

ესპანეთის ჩემპიონატის მე–17 ტურში ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები მადრიდის რეალი და ბარსელონა დაუპირისპირდნენ. მატჩი მოულოდნელად გამანადგურებელი ანგარიშით დასრულდა. ბარსელონამ მეტოქე 3:0 დაამარცხა. პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და 0:0 დასრულდა. მთავარი მოვლენები მეორე ნახევარში განვითარდა, როდესაც ბარსელონამ მეტოქის კარში 3 გოლი გაიტანა. ეს ლუის სუარესმა, მესიმ და ალეიშ ვიდალმა გააკეთეს. მესიმ თავი პენალტით გამოიჩინა და იმ […]

კრიშტიანო რონალდუ კლასიკოში ითამაშებს

კრიშტიანო რონალდუ კლასიკოში ითამაშებს

მადრიდის რეალის პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანო რონალდუ სავარაუდოდ შეძლებს ბარსელონას წინააღმდეგ თამაშს. რონალდუს მცირე ტრავმა აწუხებდა, რის გამოც მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რონალდუ ბოლომდე გამოჯანმრთელდა. რეალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვება, რადგან ვერ მოგების შემთხვევაში ისინი პრაქტიკულად კარგავენ ჩემპიონობის შანსს. შეხვედრა 23 დეკემბერს, თბილისის დროით 16.00 საათზე დაიწყება.

ტიბო კურტუას ჩელსი რეალში არ უშვებს

ტიბო კურტუას ჩელსი რეალში არ უშვებს

ლონდონის ჩელსის მეკარეს ტიბო კურტუას ჩელსი არ უშვებს და ლონდონურმა კლუბმა ტიბოს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, სადაც მას უფრო მაღალი ანაზღაურება ექნება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კურტუას რეალი უკვე კონკრეტული წინადადებით მიმართავს და ბელგიელ მეკარეს ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, თუ სად გააგრძელებს კარიერას. კურტუას უკვე აქვს ესპანეთში ნათამაშები და თავის დროზე ის მადრიდის ატლეტიკოს ღირსებას იცავდა […]

ლეონარდო ბონუჩის მილანი უკვე მობეზრდა

ლეონარდო ბონუჩის მილანი უკვე მობეზრდა

ლეონარდო ბონუჩის უკვე მობეზრდა მილანში ყოფნა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამ გუნდის დატოვება სურს. მილანი წლევანდელ სეზონში ძალიან არასტაბილურად თამაშობს და გუნდი იტალიის ჩემპიონატში მე-8 ადგილზე იმყოფება. ბონუჩი მილანში ზაფხულში გადავიდა, მანამდე კი ის საკმაოდ დიდიხნის მანძილზე იუვენტუსის ღირსებას იცავდა. შესაძლოა ბონუჩიმ იტალიაც დატოვოს და კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს, სადაც მისი შეძენა ლონდონის ჩელსის […]

კოუტინიო იანვრის დასაწყისში ბარსელონას ფეხბურთელი გახდება

კოუტინიო იანვრის დასაწყისში ბარსელონას ფეხბურთელი გახდება

ლივერპულის ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო იანვარში ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელი გახდება. ასეთი ინფორმაცია ვრცელდება ესპანურ პრესაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლივერპული და ბარსელონა უკვე შეთანხმდნენ ტრანსფერზე, რომლის მიხედვითაც ლივერპული 150 მილიონ ევროს  მიიღებს. კოუტინიოს წლიური ანაზღაურება 12 მილიონი ევრო იქნება და ბრაზილიელი ფეხბურთელი ბარსელონაში 10 იანვრისთვის ჩავა. ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია.

შვიდკაცამ ზაზა ფაჩულიას გოლდენ სტეიტის არენაზე ამერიკის და საქართველოს ჰიმნები შეასრულა – ვიდეო

შვიდკაცამ ზაზა ფაჩულიას გოლდენ სტეიტის არენაზე ამერიკის და საქართველოს ჰიმნები შეასრულა - ვიდეო

აშშ-ში, ოკლენდში, Oracle Arena-ზე, NBA-ის ჩემპიონატის მატჩზე, რომელშიც ერთმანეთს “გოლდენ სტეიტი“ და “მემფისი“ დაუპირისპირდნენ,  ქართულმა “შვიდკაცამ” აშშ-ის და საქართველოს ჰიმნები შეასრულა, შემდეგ კი მრავალჟამიერი იმღერა. შესაბამისი ვიდეო Gulf Georgia-ს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. https://www.facebook.com/gulfge/videos/1546446455402785/