კოუტინიო იანვრის დასაწყისში ბარსელონას ფეხბურთელი გახდება

კოუტინიო იანვრის დასაწყისში ბარსელონას ფეხბურთელი გახდებალივერპულის ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო იანვარში ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელი გახდება.

ასეთი ინფორმაცია ვრცელდება ესპანურ პრესაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლივერპული და ბარსელონა უკვე შეთანხმდნენ ტრანსფერზე, რომლის მიხედვითაც ლივერპული 150 მილიონ ევროს  მიიღებს.

კოუტინიოს წლიური ანაზღაურება 12 მილიონი ევრო იქნება და ბრაზილიელი ფეხბურთელი ბარსელონაში 10 იანვრისთვის ჩავა.

ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია.