მილანის მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მილანის ფეხბურთელები გააკრიტიკა და თქვა რომ მათ უნდა ესმოდეთ თუ რომელი გუნდის მაისურით თამაშობენ. მილანმა ევროპის ლიგაზე რიეკასთან წააგო სტუმრად 0:2 და ამის გამო გატუზოს გუნდს უამრავი კრიტიკა დაატყდა თავს. გატუზოს აზრით მილანის ფეხბურთელებს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ. ”ასე გაგრძელება არ შეიძლება. ფეხბურთელებს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ და ეს უახლოეს მომავალში უნდა […]
კატეგორია: სპორტი
ალესანდრო ნესტა შეიძლება კროტონეს მწვრთნელი გახდეს
წარსულში ლეგენდარული ფეხბურთელი ალესანდრო ნესტა შესაძლოა იტალიური გუნდის, კროტონეს მთავარი მწვრთნელი გახდეს. კროტონე ამჟამად იტალიის ჩემპიონატში მე-16 პოზიციაზეა და ცუდი შედეგების გამო მათ მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლეს. ნესტას აქვს გარკვეული გამოცდილება ამ დარგში და რამდენიმე წლის წინ ის მაიამის საფეხბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო. ჯერჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა ნესტა კროტონეში მუშაობას. კროტონეს ახალი მწვრთნელის ვინაობა […]
უნაი ემერის ისევ აკრიტიკებენ
პსჟ-ს მწვრთნელი უნაი ემერი კვლავინდებურად კრიტიკის ობიექტია. პარიზულმა გუნდმა ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო, რამაც ეჭქვეშ დააყენა ამ გუნდის სტაბილურობა. ზაფხულში ტრანსფერებში თითქმის 500 მილიონი ევრო დახარჯა და ჯერჯერობით წლევანდელ სეზონში უნაი ემერის გუნდი კარგად გამოიყურება, მაგრამ არ წყდება საუბრები იმის შესახებ რომ ემერის იანვარში თანამდებობიდან გაანთავისუფლებენ და პსჟ-ს სხვა ადამიანი გაწვრთნის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პარიზული […]
ხავიერ მასკერანოს ბარსელონას დატოვება სურს
ბარსელონას არგენტინელ მცველს ხავიერ მასკერანოს იანვარში ბარსელონას დატოვება სურს, რადგან მან კატალონიური გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. მასკერანოს ჩინური გუნდებისგან აქვს რამდენიმე შემოთავაზება და სავარაუდოდ ის სწორედ ამ ქვეყანაში გააგრძელებს კარიერას. არგენტინელი ფეხბურთელი ბარსელონაში 2010 წელს გადავიდა და მას შემდეგ 7 წლის მანძილზე მან ამ გუნდის შემადგენლობაში უამრავი ტიტული მოიგო. ბარსელონაში გადასვლამდე მასკერანო ლივერპულის ფეხბურთელი […]
სიმეონემ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე ისაუბრა
დიეგო სიმეონემ მადრიდის ატლეტიკოს ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე ისაუბრა და თქვა რომ ეს შედეგი ყარაბაღთან ორი ვერმოგებული მატჩის ბრალია. სიმეონეს აზრით ეს შეხვედრები გადამწყვეტი იყო. ”ძალიან სამწუხაროა რომ შემდეგ ეტაპზე ვერ გავედით და ეს მთლიანად გუნდის ბრალია. ჩვენ უნდა მოგვეგო ყარაბაღთან და მაშინ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. უკვე ვეღარაფერს შევცვლით, ამიტომ მომავალ შეხვედრებზე უნდა ვიფიქროთ”–განაცხადა დიეგო სიმეონემ. […]
უსმან დემბელე გუნდთან ერთად ვარჯიშობს
ბარსელონას ფრანგი ფორვარდი უსმან დემბელე თითქმის ბოლომდე გამოჯანმრთელდა და ის უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაბრუნდება ის მოედანზე, რადგან ბარსელონას მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე თვლის რომ დემბელემ არ უნდა იჩქაროს მოედანზე დაბრუნება და არ უნდა მიიღოს ამის გამო კიდევ ერთი ტრავმა. აღსანიშნავია რომ 23 დეკემბერს გაიმართება ელ-კლასიკო, ბარსელონას და რეალის დაპირისპირება […]
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ამერიკაში საქართველოს ნაკრების წევრმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიო რეკორდი ოფიციალურად დაამყარა – 220 კილოგრამი. რეკორდი ასევე დავამყარეთ ორჭიდის ჯამით – 477 კილო. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ხუთი მედალია. ლაშა ტალახაძის რეკორდი, შოთიკო მიშველიძის მიერ ორჭიდის ჯამში მოპოვებული ბრინჯაო, ასევე ანასტასია გოტფრიდის ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი. პირველი
რუსეთს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობა აეკრძალა
რუსეთს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობა აეკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. ამის მიზეზი რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით მოხმარებაა. იმ რუს სპორტსმენებს, რომლებსაც დოპინგი არ აქვთ მიღებული, ოლიმპიადაში მონაწილეობა ნეიტრალური დროშით შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, ვინაიდან დოპინგის გამო, ოლიმპიადაში მონაწილეობას პირველად ვერ მიიღებს ქვეყანა. რუსი სპორტსმენების გამარჯვების შემთხვევაში […]
ედენ აზარს რეალში გადასვლა სურს
ლონდონის ჩელსის ბელგიელი ნახევარმცველი ედენ აზარი რეალში აპირებს კარიერის გაგრძელებას. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აზარი რეალში 2019 წელს გადავა და რეალი მის ტრანსფერში საკმაოდ სოლიდურ თანხას გადაიხდის. აზარმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ რეალის თამაშის სტილი მასთან ახლოს არის და ამ გუნდში თამაში მისთვის სასიამოვნო იქნებოდა. აღსანიშნავია ისიც რომ რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედიზ ზიდანმა განაცხადა რომ აზარის […]
მანჩესტერ სიტიმ მესის წლიური ხელფასის სახით 50 მილიონი შესთავაზა
მანჩესტერ სიტიმ ლიონელ მესის ზღაპრული წინადადება გაუკეთა რომლის მიხედვითაც არგენტინელი ფეხბურთელის წლიური ხელფასი წელიწადში 50 მილიონი ევრო იქნებოდა, მაგრამ მესიმ ამ წინადადებაზე უარი თქვა და ბარსელონაში დარჩენა ამჯობინა. ცნობილია ისიც რომ მანჩესტერ სიტი მზად იყო მესის ტრანსფერში 400 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ ვერც ამ თანხამ იქონია გავლენა ლიონელის გადაწყვეტილებაზე. მესიმ განაცხადა რომ შესაძლოა მან კარიერა […]










