სიმეონემ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე ისაუბრა

სიმეონემ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე ისაუბრადიეგო სიმეონემ მადრიდის ატლეტიკოს ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე ისაუბრა და თქვა რომ ეს შედეგი ყარაბაღთან ორი ვერმოგებული მატჩის ბრალია. სიმეონეს აზრით ეს შეხვედრები გადამწყვეტი იყო.

”ძალიან სამწუხაროა რომ შემდეგ ეტაპზე ვერ გავედით და ეს მთლიანად გუნდის ბრალია. ჩვენ უნდა მოგვეგო ყარაბაღთან და მაშინ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. უკვე ვეღარაფერს შევცვლით, ამიტომ მომავალ შეხვედრებზე უნდა ვიფიქროთ”–განაცხადა დიეგო სიმეონემ.

ატლეტიკო ევროტურნირებს არ დამშვიდობებია და გაზაფხულზე სიმეონეს კოლექტივი ევროპის ლიგაზე გააგრძელებას ასპარეზობას.