კატეგორია: სპორტი

რეალი კიკო კასილიას ტრანსფერზე დააყენებს

რეალი კიკო კასილიას ტრანსფერზე დააყენებს

მადრიდის რეალი მეკარეს, კიკო კასილიას იანვარში ტრანსფერზე დააყენებს. კასილია რეალის მეორე მეკარეა კეილორ ნავასის შემდეგ და რეალის ხელმძღვანელობა თვლის, რომ კასილია არ არის სათანადო დონის მეკარე, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც წლევანდელ სეზონში მან რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა. რეალი სავარაუდოდ ახალი გოლკიპერის ყიდვას შეეცდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ ვისზე შეაჩერებენ არჩევანს სამეფო კლუბის ხელმძღვანელები. კასილია რეალში […]

უსმან დემბელე ორ კვირაში სრული დატვირთვით დაიწყებს ვარჯიშს

უსმან დემბელე ორ კვირაში სრული დატვირთვით დაიწყებს ვარჯიშს

ბარსელონას ფრანგი ფორვარდი უსმან დემბელე ორ კვირაში სრული დატვირთვით დაიწყებს ვარჯიშს. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანურ პრესაში გავრცელდა. დემბელემ ტრავმა სექტემბრის შუა რიცხვებში მიიღო და ამის შემდეგ ის ლაზარეთში იმყოფება. დემბელეს დაბრუნებას იანვრის შუა რიცხვებში ვარაუდობდნენ, მაგრამ შესაძლოა ფრანგი ფორვარდი უფრო მალე ვიხილოთ მოედანზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ  23 დეკემბერს ბარსელონას და რეალის დაპირისპირება შედგება და […]

რომელუ ლუკაკუს 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

რომელუ ლუკაკუს 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

მანჩესტერ იუნაიტედის ბელგიელ ფორვარდს რომელუ ლუკაკუს 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ბრაიტონთან შეხვედრის დროს ლუკაკუმ ერთ-ერთ ეპიზოდში მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ფეხი ჩაარტყა და ეს ეპიზოდი მატჩის მთავარმა არბიტრმა ვერ შეამჩნია. ინგლისის საფეხბურთო ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი ამ საკითხს განიხილავს და შესაძლოა ლუკაკუს 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცენ. ამ შემთხვევაში ბელგიელი ფორვარდი გამოტოვებს მანჩესტერ სიტისთან შეხვედრას, რომელიც 10 დეკემბერს […]

მილანის ახალი მწვრთნელი ჯენარო გატუზო იქნება

მილანის ახალი მწვრთნელი ჯენარო გატუზო იქნება

მილანის ახალი მწვრთნელი ჯენარო გატუზო იქნება. ვინჩენცო მონტელა ორშაბათს თანამდებობიდან ოფიციალურად გაანთავისუფლეს და მის ნაცვლად მილანს გატუზო გაწვრთნის. მილანი ბოლო თამაშებში ვერ აჩვენებს იმ შედეგებს, რასაც მისგან ითხოვს გულშემატკივარი და ხელმძღვანელობა, ამიტომ მონტელას განთავისუფლება თანამდებობიდან გასაკვირი არავისთვის ყოფილა. ჯენარო გატუზო მილანის ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა და ამჯერად მას გაცილებით მნიშვნელოვანი თანამდებობა ექნება. გატუზოს მილანის შემადგენლობაში უამრავი […]

ქუთაისის ”ტორპედო” საქართველოს ჩემპიონი გახდა

ქუთაისის ”ტორპედო” საქართველოს ჩემპიონი გახდა

საქართველოს ახალი ჩემპიონი ფეხბურთში ქუთაისის “ტორპედო” გახდა. გადამწყვეტი ბრძოლა დინამო არენაზე გაიმართა, რომელშიც თბილისის “დინამო” “ტორპედოსთან” 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი ტორპედოელმა თორნიკე კაპანაძემ 74-ე წუთზე გაიტანა.

ქართველმა მორაგბეებმა აშშ-ს 21:20 მოუგეს

ქართველმა მორაგბეებმა აშშ-ს 21:20 მოუგეს

25 ნოემბერს, თიბისი რაგბის სერიების მორიგ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ს ეროვნული გუნდი 21:20 დაამარცხა. კარდიფში უელსთან ჩინებულად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ეს ბარჯღალოსნებისთვის წლის ბოლო თამაში იყო და დიდი მნიშვნელობა ქონდა მის გამარჯვებით დასრულებას. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მოვლენები მოედანზე კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდებოდა. სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, ჯო […]

მესიმ ბარსელონასთან კონტრაქტი 2021 წლამდე გააგრძელა

მესიმ ბარსელონასთან კონტრაქტი 2021 წლამდე გააგრძელა

თავდამსხმელ ლეო მესის “ბარსელონასთან” კონტრაქტი ზაფხულში მისმა ნდობით აღწჭურვილმა პირმა, მამამ გააგრძელა, დღეს კი ეტყობა, გულშემატკივრების დასამშვიდებლად ხელშეკრულებას ხელი თავად ლიონელმა მოაწერა. მესის ახალი კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდეა გაფორმებული.

რობინიოს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რობინიოს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბრაზილიელ ფეხბურთელს რობინიოს იტალიურმა სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება 2013 წლის შემთხვევას მილანის ღამის კლუბში, სადაც რობინიომ ახალგაზრდა ქალის ჯგუფურ გაუპატიურებაში მიიღო მონაწილეობა. რობინიო დღემდე ყველა ბრალდებას უარყოფს, მაგრამ იტალიურმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო. ჯერჯერობით უცნობია ჩაჯდება თუ არა რობინიო ციხეში, რადგან ის ბრაზილიაში იმყოფება, ხოლო ბრაზილია კი თავისი მოქალაქეების სხვა ქვეყნებში ექსტრადირებას […]

კრიშტიანო რონალდუ კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას აპირებს

კრიშტიანო რონალდუ კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას აპირებს

პორტუგალიელმა სუპერ ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ განაცხადა რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ის მწვრთნელობას აპირებს. რონალდუს თქმით ის ამ საქმეშიც წარმატებული იქნება. ”ფეხბურთში დიდი გამოცდილება დავაგროვე და სამწვრთნელო კარიერაში ეს უდაოდ ძალიან დამეხმარება. როდესაც ფეხბურთელი აღარ ვიქნები მინდა რომ ამ სფეროში დავრჩე და მწვრთნელობა ამისი საუკეთესო საშუალებაა”–განაცხადა კრიშტიანო რონალდუმ.

ნეიმარი რეალზე შეკითხვამ გააღიზიანა

ნეიმარი რეალზე შეკითხვამ გააღიზიანა

პსჟ-ს ვარსკვლავს ნეიმარს სელტიკთან მატჩის შემდეგ ჟურნალისტმა რეალში მის შესაძლო გადასვლაზე დაუსვა შეკითხვა, რამაც ბრაზილიელი ფეხბურთელი გააღიზიანა. ნეიმარმა განაცხადა რომ ის მხოლოდ პსჟ-ზე ფიქრობს და ჟურნალისტებმა უნდა შეწყვიტონ რეალზე კითხვების დასმა. ნეიმარი სხვა შეკითხვამაც გააღიზიანა, რადგან მას გერმანია–ბრაზილიის შეხვედრა გაახსენეს, რომელიც გერმანელებმა 7:1 მოიგეს. ანალოგიური ანგარიშით დასრულდა პსჟ-სელტიკის დაპირისპირებაც და ჟურნალისტმა ნეიმარს სთხოვა ეს ორი […]