ქუთაისის ”ტორპედო” საქართველოს ჩემპიონი გახდა

ქუთაისის ”ტორპედო” საქართველოს ჩემპიონი გახდასაქართველოს ახალი ჩემპიონი ფეხბურთში ქუთაისის “ტორპედო” გახდა. გადამწყვეტი ბრძოლა დინამო არენაზე გაიმართა, რომელშიც თბილისის “დინამო” “ტორპედოსთან” 0:1 დამარცხდა.

ერთადერთი გოლი ტორპედოელმა თორნიკე კაპანაძემ 74-ე წუთზე გაიტანა.