დორტმუნდის ბორუსია უსმან დემბელეს ტრანსფერში 140 მილიონ ევროს ითხოვს და დაკლებას არ აპირებს. სწორედ სატრანსფერო ფასია ის დაბრკოლება რის გამოც დემბელე ჯერჯერობით ვერ ახერხებს ბარსელონაში გადასვლას, თუმცა ამ ტრანსფერის განსახორციელებელი დრო ჯერ კიდევ არსებობს. თვითონ დემბელეს ძალიან სურს ბარსელონაში თამაში და ამის გამო მან ბორუსიას ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაც გაიფუჭა. დემბელე ამჟამად საფრანგეთში იმყოფება და ელოდება მოვლენების […]
კატეგორია: სპორტი
დრაქსლერმა მონაკოში თამაშზე უარი თქვა
პსჟ-ს გერმანელმა შემტევმა იულიან დრაქსლერმა მონაკოში თამაში იუარა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დრაქსლერს მონაკომ სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. ნეიმარის მისვლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ პსჟ-ში დრაქსლერის ადგილი აღარ არის და გერმანელი ახალ კლუბს ეძებს. მისი აგენტი ამჟამად მიუნხენში იმყოფება, სადაც სავარაუდოდ ბაიერნის წარმომადგენლებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. დრაქსლერის ყიდვა ბაიერნს ადრეც უნდოდა, მაგრამ მაშინ ეს ტრანსფერი […]
საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში ათენში საბერძნეთს მოუგო – ცინცაძის გადამწყვეტი სამქულიანი
გუშინ, 23 აგვისტოს, აკროპოლისის თასზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მასპინძელი 72-71 დაამარცხა. ათენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ილიას ზუროსის გუნდმა ბერძნები დაძაბულ ბრძოლაში, ერთი ქულის სხვაობით დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელებმა მატჩი არადამაჯერებლად დაიწყეს და პირველი მეოთხედი ათი ქულით წააგეს, თუმცა დარჩენილ დროში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ილიას ზუროსის გუნდმა მეოთხედიდან მეოთხედამდე თამაშის ხარისხი […]
უეინ რუნიმ ნაკრებში კარიერა დაასრულა
ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ უეინ რუნიმ ინგლისის ნაკრებში კარიერა დაასრულა. ამის შესახებ განცხადება, თვითონ რუნიმ გააკეთა, რომლის თქმით მისთვის ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა. ” ინგლისის ნაკრებთან შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს და ყოველთვის გავიხსენებ ამ დროს. უკვე ახალგაზრდა აღარ ვარ და ვფიქრობ, ნაკრებს აღარ გამოვადგები. ამ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, მაგრამ […]
ბარსელონა დი მარიას ტრანსფერს მიუბრუნდა
წლევანდელ ზაფხულს ბარსელონა ძალიან უჭირს ტრანსფერების განხორციელება. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბარსელონამ კოუტინიოს ყიდვაზე საბოლოოდ თქვა უარი, ხოლო დემბელეს ტრანსფერი ასევე ძალიან გაჭიანურდა. კატალონიური გუნდის ახალი სამიზნე პსჟ-ს არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი ანხელ დი მარიაა, რომელიც თავის დროზე რეალის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ბარსელონამ უკვე მიმართა პსჟ-ს ოფიციალური წინადადებით, მაგრამ ჯერჯერობით ფრანგებმა ბარსელონა უარით გაისტუმრეს. არსებობს შესაძლებლობა […]
ფილიპ ლამს კარიერის განახლება შესთავაზეს
გერმანელ ფეხბურთელს ფილიპ ლამს, რომელმაც კარიერა ზაფხულში დაასრულა, ახალი კონტრაქტი შესთავაზეს. ეს მეორე ბუნდესლიგის გუნდმა სანქტ პაულიმ გააკეთა, რომელმაც ფილიპს ერთწლიანი კონტრაქტი და ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი შესთავაზა, მაგრამ ლამი ჯერჯერობით უარზეა. მისი თქმით, ფეხბურთთან დაკავშირებით მან რამდენიმე თვის წინ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და მის შეცვლას არ აპირებს. ლამმა დასძინა, რომ მისთვის დიდი პატივია სანქტ […]
ბარსელონამ ნეიმარს სასამართლოში უჩივლა
ბარსელონამ ნეიმარს სასამართლოში უჩივლა. ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა განცხადება Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. ბარსელონა თავისი ყოფილი თავდამსხმელისგან ბონუსის ნაწილის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც ნეიმარს კონტრაქტის გაგრძელების დროს გადაუხადეს. კატალონიური კლუბი ბრაზილიელი ფეხბურთელისგან, რომლიც ახლა უკვე პსჟ-ს წევრია, 8,5 მილიონ ევროსა და აღნიშნული თანხის დამატებით 10%-ს ითხოვს. “თუ თავად მოთამაშეს არ შეუძლია კომპენსაციის გადახდა, ეს იმ კლუბმა უნდა გააკეთოს, სადაც ახლა […]
მესი ბარსელონასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს
ბარსელონას მთავარი ვარსკვლავი ლიონელ მესი კატალონიურ გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს. მესის კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აქვს ბარსელონასთან და ამის მერე ის თავისუფალი აგენტი გახდება, თუ მანამდე ახალი კონტრაქტი არ გაფორმდა. მესის არ აკმაყოფილებს ბარსელონას სატრანსფერო პოლიტიკა და თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, არსებობს შესაძლებლობა, რომ მან ბარსელონა დატოვოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მესის ყიდვა მანჩესტერ […]
დავიდ დე ხეა რეალში გადასვლას არ აპირებს
მანჩესტერ იუნაიტედის მეკარე დავიდ დე ხეა ჯერჯერობით მადრიდის რეალში გადასვლას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დე ხეა ბედნიერია მანჩესტერში, ხოლო რეალი კი თავისი კარის დარაჯის კეილორ ნავასის თამაშით კმაყოფილია, ამიტომ არაფრის შეცვლას არ აპირებს. დე ხეას ტრანსფერი რეალში 2 წლის წინ უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო, მაშინ ეს ტრანსფერი არ შედგა. მას შემდეგ რეალის […]
ლივერპულს მატეო კოვაჩიჩის შეძენა სურს
ლივერპული მადრიდის რეალთან მოლაპარაკებებს აწარმოებს სერბი ფეხბურთელის მატეო კოვაჩიჩის ტრანსფერზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლივერპული მზად არის ამ ტრანსფერში რეალს 50 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა თანხა ბოლომდე დაზუსტებული არ არის და ის შეიძლება შეიცვალოს. კოვაჩიჩი ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა და შარშანდელი სეზონი მან რეალის შემადგენლობაში მაღალ დონეზე ჩაატარა. ლივერპულის მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს კოვაჩიჩის გადმობირების დიდი სურვილი […]










