დრაქსლერმა მონაკოში თამაშზე უარი თქვა

დრაქსლერმა მონაკოში თამაშზე უარი თქვაპსჟ-ს გერმანელმა შემტევმა იულიან დრაქსლერმა მონაკოში თამაში იუარა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დრაქსლერს მონაკომ სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. ნეიმარის მისვლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ პსჟ-ში დრაქსლერის ადგილი აღარ არის და გერმანელი ახალ კლუბს ეძებს.

მისი აგენტი ამჟამად მიუნხენში იმყოფება, სადაც სავარაუდოდ ბაიერნის წარმომადგენლებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. დრაქსლერის ყიდვა ბაიერნს ადრეც უნდოდა, მაგრამ მაშინ ეს ტრანსფერი არ შედგა, ხოლო ამჯერად როგორც ჩანს დრაქსლერის ბაიერნში გადასვლა საკმაოდ რეალურია. დრაქსლერის მიმართ ინტერესს ლივერპულიც იჩენს.