კატეგორია: სპორტი

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” ისევ მოიგო

ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" ისევ მოიგო

„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ მეორე საშინაო მატჩიც მოუგო „კლივლენდ კავალიერსს“ და ნბა-ს ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა. ოკლენდელებმა თავისი საქმე გააკეთეს და სერიის საწყისი 2 საშინაო მატჩი მოიგეს, რითაც საჩემპიონო შანსები გაიმყრეს. კალიფორნიული კლუბის ძირითადი ცენტრი, ზაზა ფაჩულია კი უახლოვდება საჩემპიონო ტიტულს, რაც ოცნებად დარჩათ ისეთი ტიტანებისთვის, როგორებიც ჩარლს ბარკლი, კარლ მელოუნი, ჯონ სტოქტონი და სხვანი არიან. […]

ავჭალაში ინგლისი-უელსის სარაგბო მატჩზე შუქი ჩაქრა

ავჭალაში ინგლისი-უელსის სარაგბო მატჩზე შუქი ჩაქრა

ავჭალის სტადიონზე, ინგლისი-უელსის სარაგბო მატჩზე შუქი ჩაქრა, რის გამოც მსაჯმა თამაში შეწყვიტა. მორაგბეებმა სტადიონი დატოვეს. მაყურებლები დენის ჩაქრობის მომენტში მობილურის განათებით სარგებლობდნენ.

რეალმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო

მადრიდის რეალმა იუვენტუსი 4:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგა მეთორმეტედ მოიგო. პირველი ტაიმი თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა და შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ 1:1. მეორე ტაიმში რეალმა მთლიანად დაჯაბნა იუვენტუსი და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. რეალმა ამ გამარჯვებით ისტორიულ შედეგს მიაღწია და გახდა პირველი გუნდი, რომელმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო. რაც შეეხება იუვენტუსს, მათ ისევ წააგეს […]

მანჩესტერ იუნაიტედი რაფაელ ვარანით დაინტერესდა

მანჩესტერ იუნაიტედი რაფაელ ვარანით დაინტერესდა

მანჩესტერ იუნაიტედი მადრიდის რეალის ფრანგი მცველით რაფაელ ვარანით დაინტერესდა. ჟოზე მოურინო ვარანს კარგად იცნობს, რადგან რეალში ისინი ერთად მუშაობდნენ. ჟოზე ძალიან აფასებს ვარანის შესაძლებლობას და სურს, რომ ის ისევ თავის გუნდში იხილოს. ვარანის ტრანსფერი მანჩესტერს იაფი არ დაუჯდება, თუმცა ინგლისელები მზად არიან, ჯიბეზე ხელი გაიკრან. ერთ-ერთ ინტერვიუში ვარანმა განაცხადა, რომ ის რეალის დატოვებას არ აპირებს, […]

გიორგი ჭანტურიამ ვარჯიში დაიწყო

გიორგი ჭანტურიამ ვარჯიში დაიწყო

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ, რომელიც რუსულ ურალში თამაშობს, ვარჯიში განაახლა. ჭანტურიამ ტრავმა ნოემბერში მიიღო და იმის შემდეგ ის მოედანზე არ გამოჩენილა. გიორგის მყესები ჰქონდა დაზიანებული და ასეთ ტრავმებს სერიოზული მკურნალობა სჭირდება. ჭანტურიამ უკვე თითქმის მთელი დატვირთვით ვარჯიშობს და ექიმების პროგნოზის მიხედვით სულ მალე ის შეძლებს თამაშს. ურალი ამჟამად მომავალი სეზონისთვის ემზადება და ჭანტურია ამ […]

რაფაელ ნადალმა ნიკოლოზ ბასილაშვილი გაანადგურა

რაფაელ ნადალმა ნიკოლოზ ბასილაშვილი გაანადგურა

ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ნიკოლოზ ბასილაშვილი სამ სეტში ძალიან ადვილად დაამარცხა ანგარიშით 6:0, 6:1, 6:0. მთელი მატჩის მანძილზე ნადალი ფლობდა სათამაშო უპირატესობას, ხოლო ბასილაშვილი კი თითქმის უშანსოდ იყო. ერთ-ერთ გეიმში ნიკას 3 ბრეიქპოინტი ჰქონდა ნადალის ჩაწოდებაზე, მაგრამ ჩვენებურმა ვერც ამ გეიმის მოგება შეძლო. მიუხედავად ასეთი მარცხისა, ბასილაშვილი მაინც დაწინაურდება მსოფლიო რეიტინგში და ის სავარაუდოდ 55-ე […]

ზაზა ფაჩულიას ისტორიული გამარჯვება – გოლდენ სტეიტმა ნბა–ს ფინალური სერია მოგებით გახსნა

ზაზა ფაჩულიას ისტორიული გამარჯვება – გოლდენ სტეიტმა ნბა–ს ფინალური სერია მოგებით გახსნა

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2017 წლის ფინალური სერია ისტორიულია საქართველოსთვის. სწორედ ამ წელს, პირველად ისტორიაში, პლანეტის უძლიერესი საკალათბურთო ლიგის ფინალში ქართველმა კალათბურთელმა იასპარეზა. დღეს, 2 ივნისს, ზაზა ფაჩულიამ NBA-ს ფინალური სერიის პირველი მატჩი ჩაატარა და “გოლდენ სტეიტის” გამარჯვებაში საკუთრი, საკმაოდ სოლიდური წილი დაიდო. “გოლდენ სტეიტ უორიორსმა” ფინალური სერია 22-ქულიანი გამარჯვებით გახსნა. კევინ დიურანტის, სტეფ კარის […]

ერნესტო ვალვერდე ნოუ კამპს ეწვია

ერნესტო ვალვერდე ნოუ კამპს ეწვია

ბარსელონას ახალი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე 1 ივნისს, ნოუ კამპს პირველად ეწვია და პრესკონფერენციაც გამართა. ვალვერდეს თქმით, ის ამაყია, რომ ბარსელონამ მას ნდობა გამოუცხადა და შეეცდება, ეს ნდობა ბოლომდე გაამართლოს. ” ბარსელონა უდიდესი გუნდია და შევეცდები ის უფრო განსაკუთრებული. ერთი სული მაქ მუშაობა დავიწყო და ყველას ვაჩვენო რა შემიძლია. ფეხბურთელობის დროს ბარსელონაში წარმატებას მივაღწიე და იმედია […]

მოჰამედ სალაჰი ლივერპულში თამაშზე თანახმაა

მოჰამედ სალაჰი ლივერპულში თამაშზე თანახმაა

რომას ეგვიპტელი შემტევი მოჰამედ სალაჰი ლივერპულში გადასვლაზე თანახმაა. ასეთი ინფორმაცია ვრცელდება იტალიურ პრესაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სალაჰს ინგლისური ფეხბურთი ძალიან იზიდავს და ინგლისში თამაში ყოველთვის იყო მისი ოცნება. ლივერპულს სალაჰის ტრანსფერი იაფი არ დაუჯდება, რადგან რომა 40 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს. სალაჰი რომას ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, ამიტომ იტალიური გუნდი მას სავარაუდოდ ადვილად არ დათმობს. სალაჰი […]

მანჩესტერ იუნაიტედმა ანტუან გრიზმანის მიმართ ინტერესი დაკარგა

მანჩესტერ იუნაიტედმა ანტუან გრიზმანის მიმართ ინტერესი დაკარგა

ატლეტიკოს ფორვარდი ანტუან გრიზმანი მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო, მაგრამ მანჩესტერელებმა გრიზმანის მიმართ ინტერესი დაკარგეს, რადგან ანტუანმა განაცხადა, რომ ის ატლეტიკოში ბედნიერია და ამ გუნდის დატოვებას არ აპირებს. გრიზმანის თქმით ის მანჩესტერ იუნაიტედში თამაშზე არ ფიქრობს და მთელი ყურადღება ატლეტიკოზე აქვს გადატანილი. მანჩესტერ იუნაიტედი სატრანსფერო ბაზარზე 200 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს და მანჩესტერელებს რამდენიმე […]