რაფაელ ნადალმა ნიკოლოზ ბასილაშვილი გაანადგურა

რაფაელ ნადალმა ნიკოლოზ ბასილაშვილი გაანადგურაესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ნიკოლოზ ბასილაშვილი სამ სეტში ძალიან ადვილად დაამარცხა ანგარიშით 6:0, 6:1, 6:0. მთელი მატჩის მანძილზე ნადალი ფლობდა სათამაშო უპირატესობას, ხოლო ბასილაშვილი კი თითქმის უშანსოდ იყო.

ერთ-ერთ გეიმში ნიკას 3 ბრეიქპოინტი ჰქონდა ნადალის ჩაწოდებაზე, მაგრამ ჩვენებურმა ვერც ამ გეიმის მოგება შეძლო. მიუხედავად ასეთი მარცხისა, ბასილაშვილი მაინც დაწინაურდება მსოფლიო რეიტინგში და ის სავარაუდოდ 55-ე ჩოგანი გახდება.

ნადალმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ის ამჟამად ძალიან კარგ ფორმაშია და საფრანგეთის ღია პირველობაზე მას მხოლოდ გამარჯვება სურს.