ლივერპულის ხორვატმა ფეხბურთელმა დეან ლოვრენმა ლივერპულთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა. ახალი კონტრაქტის მიხედვით ლოვრენი თვეში 400 000 ფუნტ სტერლინგს მიიღებს, ხოლო წელიწადში კი დაახლოებით 4 მილიონს. ლოვრენმა განაცხადა, რომ ლივერპულში ის თავს კარგად გრძნობს და ბედნიერია, რომ ამ გუნდის მაისურით თამაშის საშუალება ეძლევა. ხორვატი მცველი ამჟამად 27 წლის არის და ის უკვე რამდენიმე წელიწადია რაც […]
კატეგორია: სპორტი
კინგსლი კომანი ბაიერნმა გამოისყიდა
მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდა ფრანგი ფორვარდი კინგსლი კომანი მიუნხენში დარჩება, რადგან ბაიერნმა მისი კონტრაქტი იუვენტუსისგან ბოლომდე გამოისყიდა. კომანი აქამდე იუვენტუსის საკუთრება იყო და ბაიერნში იჯარით თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ სეზონში კარლო ანჩელოტი კომანს არცთუ ხშირად აძლევდა თავის გამოჩენის საშუალებას, თუმცა ამის მიზეზი ამ ფეხბურთელის ტრავმებიც იყო. კომანი ბაიერნში 2020 წლის ჩათვლით ითამაშებს და მისი ტრანსფერი ბაიერნს […]
ბარსელონამ მალაგას პრეზიდენტს სასამართლოში უჩივლა
ბარსელონამ მალაგას პრეზიდენტს აბდულ ალ ტანის უჩივლა იმ განცხადების გამო, რომელიც ალ ტანიმ ბარსელონას მიმართ გააკეთა. მალაგას პრეზიდენტმა კატალონიელებს ნაგვები უწოდა და თქვა, რომ არ სურს ბარსელონას ჩემპიონობა, რითიც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მალაგა რეალთ დაეხმარება თუ საჭირო გახდა. შეგახსენებთ, რომ მალაგა და რეალი ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში შეხვდებიან ერთმანეთს. ბარსელონაში მიიჩნევენ, რომ აბდულ […]
მასკერანომ ბარსელონას შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა
ბარსელონას არგენტინელმა მცველმა ხავიერ მასკერანომ ბარსელონას შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა. ეს ისტორიული მოვლენა ოსასუნასთან შეხვედრის დროს მოხდა, როდესაც მასკერანომ პენალტი ზუსტად შეასრულა. მასკერანო ბარსელონაში 2010 წელს გადავიდა და მას შემდეგ 7 წლის მანძილზე მან პირველად შეძლო მეტოქე გუნდის კარში გოლის გატანა. ბარსელონამ ოსასუნა 7:1 დაამარცხა და კატალონიელები ლიდერობას ინარჩუნებენ. მასკერანომ ბარსელონაში 319–ე შეხვედრა ჩაატარა, რომელიც […]
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბარსელონას ტურნირზე წააგო
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბარსელონაში მიმდინარე ტურნირს მეორე წრეში გამოეთიშა. ბარსელონას ტურნირი საკმაოდ პრესტიჟულია და მასში ბევრი ძლიერი ჩოგბურთელი იღებს მონაწილეობას. ბასილაშვილის მეტოქე მეორე წრეში დავიდ გოფენი იყო, რომელიც ამჟამად მსოფლიოს რეიტინგში მე-10 პოზიციას იკავებს. პირველი სეტი დაძაბული გამოდგა და გოფენმა 7:5 იმარჯვა, ხოლო მეორეში კი ბასილაშვილმა მეტოქეს ვერავითარი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 6:0 წააგო. […]
პოლ პოგბა მანჩესტერ სიტისთან შეხვედრას გამოტოვებს
მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა მანჩესტერ სიტისთან შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს. ამის შესახებ განცხადება იუნაიტედის მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გააკეთა. პოგბამ ტრავმა ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო და მას სავარაუდოდ მინიმუმ ერთი კვირა მოუწევს უქმობა. სიტისთან შეხვედრა იუნაიტედისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჟოზე მოურინიოს გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და მისთვის ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს. იგივე შეიძლება […]
კავანიმ პსჟ-სთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი
პსჟ-ს ურუგვაელმა ფორვარდმა ედისონ კავანიმ თავის გუნდთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2020 წლამდე იმოქმედებს. კონტრაქტის დეტალები ცნობილი არ არის, მაგრამ სავარაუდოდ კავანის ანაზღაურება გაეზრდება. კავანი წლევანდელ სეზონში პსჟ-ს საუკეთესო ფორვარდია და მის ანგარიშზე ყველა ტურნირში 44 გატანილი გოლია. ბევრი გუნდი ცდილობდა ურუგვაელ თავდამსხმელის გადაბირებას, მაგრამ საბოლოოდ პსჟ-მ მისი შენარჩუნება მოახერხა და კავანი მინიმუმ სამ […]
გარეტ ბეილი 3 კვირას გამოტოვებს
მადრიდის რეალის უელსელი შემტევი გარეტ ბეილი დაახლოებით 3 კვირას გამოტოვებს. ბეილმა ტრავმა ბარსელონასთან შეხვედრის დროს მიიღო, რის გამოც მან მოედანი 35-ე წუთზე დატოვა. როგორც აღმოჩნდა ბეილს მუხლის დაზიანება აქვს და მას რამდენიმე კვირა დასვენება დასჭირდება. დაახლოებით ერთ თვეში საკლუბო სეზონი მთავრდება, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ბეილი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეძლებს მონაწილეობის მიღებას, თუ რეალი […]
ნიუკასლი პრემიერ ლიგაში დაბრუნდა
რაფაელ ბენიტესის გაწვრთნილი ნიუკასლი პრემიერ ლიგაში ოფიციალურად დაბრუნდა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ნიუკასლმა საკუთარ მოედანზე პრესტონ ნორტ ენდი დაამარცხა 4:1 ნიუკასლი შარშან გავარდა პრემიერ ლიგიდან და დასაბრუნებლად მათ მხოლოდ ერთი სეზონი დასჭირდათ. ბენიტესმა ამ სასიხარულო ამბის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ნიუკასლთან ერთად მას ახალი მიზნები აქვს: ”ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნიუკასლი […]
მონაკომ მბაპე 130 მილიონ ევროდ შეაფასა
მონაკომ თავისი ახალგაზრდა ვარსკვლავი კილიან მბაპე 130 მილიონ ევროდ შეაფასა. სწორედ ამ თანხის გადახდა მოუწევთ იმ კლუბებს, ვისაც მბაპეს შეძენის სურვილი ექნებათ. მბაპე ჯერჯერობით მხოლოდ 18 წლის არის, მაგრამ მასზე უკვე ბევრი ევროპული გრანდი ნადირობს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ უკვე შემდეგ სეზონში ის სხვა გუნდის მაისურით ვიხილოთ. სხვა კლუბებთან შედარებით ყველაზე მეტად რეალი და […]









