მონაკომ მბაპე 130 მილიონ ევროდ შეაფასა

მონაკომ მბაპე 130 მილიონ ევროდ შეაფასამონაკომ თავისი ახალგაზრდა ვარსკვლავი კილიან მბაპე 130 მილიონ ევროდ შეაფასა. სწორედ ამ თანხის გადახდა მოუწევთ იმ კლუბებს, ვისაც მბაპეს შეძენის სურვილი ექნებათ.

მბაპე ჯერჯერობით მხოლოდ 18 წლის არის, მაგრამ მასზე უკვე ბევრი ევროპული გრანდი ნადირობს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ უკვე შემდეგ სეზონში ის სხვა გუნდის მაისურით ვიხილოთ.

სხვა კლუბებთან შედარებით ყველაზე მეტად რეალი და მანჩესტერ სიტი აქტიურობენ, თუმცა ამ თანხას ისინი სავარაუდოდ არ გადაიხდიან.

თვითონ მბაპემ განაცხადა, რომ მას ბავშვობიდან რეალის თამაში იზიდავს და მისთვის რეალში მოხვედრა ოცნების ახდენა იქნება.