9 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში საფრანგეთი 3:2 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც ტრვმების გამო ალექსანდრე ჯამბურია, არჩილ სებისკვერაძე, სიმი საიოტი და ნიკოლოზ კურტანიძე ვერ დაეხმარნენ, დაძაბული პირველი ტაიმი 3:2 მოიგო. აღსანიშნავია, რომ თალესმა ფრანგებს გოლი შესვენებაზე გასვლამდე 6 წამით ადრე გაუტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქემ სამჯერ […]
კატეგორია: სპორტი
გია გრიგალავა და გურამ აჯოევი ცსკას მწვრთნელებს თავის გახვრეტით დაემუქრნენ
რუსეთის თასის 1/4-ფინალში გია გრიგალავას “არსენალი” საკუთარ მოედანზე დრამატულ მატჩში 1:2 დამარცხდა ცსკა-სთან და გათამაშებას გამოეთიშა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი სტადიონის გვირაბში კონფლიქტი მოხდა. მივყვეთ თანმიმდევრობით: 33-ე წუთზე ტულელები ევგენი ლუცენკომ დააწინაურა. 48-ე წუთზე არმიელებმა ანგარიში გაათანაბრეს. 55-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა ლუცენკოს და მასპინძლები კაცნაკლულები დარჩნენ, ხოლო 86-ე წუთზე დედაქალაქელებმა გამარჯვების გოლი […]
“მილანი” და “იუვენტუსი” კვარაცხელიასთვის ბრძოლას იწყებენ
Tuttojuve24 წერს, რომ “იუვენტუსი” “რუბინის” ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებაზე სერიოზულად ფიქრობს. წყაროს ცნობით, ეს ტურინელთა სპორტული დირექტორის, ფაბიო პარატიჩის ერთ-ერთი მიზანი ყოფილა, თუმცა ჩვენი იტალიელი კოლეგები იქვე წერენ, რომ მას წინ დაბრკოლებები ექნება. “ომი დაწყებულია… პარატიჩი სერიოზულად ფიქრობს, რომ კვარაცხელია შეიძინოს, რადგან ის ახალგაზრდაა და ტურინში ფიქრობენ, რომ დიდი მომავალი აქვს. თუმცა “იუვენტუსის” სპორტულ […]
საქართველოს ნაკრები 91-ე ადგილზე გადავიდა
“ფიფა-კოკა კოლას” განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, რეგრესი განიცადა, რადგანაც უკანასკნელ სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება მოახერხა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ვილი სანიოლის გუნდის თამაშში ბევრი პოზიტიური ელემენტი შეინიშნებოდა. რაც მთავარია, გუნდი თანამედროვე ფეხბურთის თამაშსა და გამარჯვებას ცდილობდა. შესაბამისად, რეიტინგში მცირე რეგრესი ნამდვილად არ გვაშფოთებს. ჩვენი ეროვნული გუნდი მსოფლიო რეიტინგში 91-ე ადგილს […]
ნიკა ბასილაშვილი კალიარის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი კალიარიში მიმდინარე 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. მერვეფინალში ნიკოლოზმა სლოვაკი იოზეფ კოვალიკი 4:6, 6:4, 7:5 დაამარცხა. განვლილ შეხვედრაში ბასილაშვილმა ხუთი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ეისი არ ჰქონია, ხოლო სლოვაკმა ხუთი ეისი შეასრულა და სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა. საბოლოოდ, ნიკოლოზმა 244 გათამაშებიდან 124 მოიგო და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა. მეოთხედფინალში ბასილაშვილი […]
გოგა ბითაძემ მატჩი სასტარტოში დაიწყო – 14 ქულა, 3 მოხსნა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძეს ბოლო დროს ხშირად ენდობიან და ის იმედებს ნამდვილად ამართლებს. ქართველი კალათბურთელის გუნდი მორიგ ტურში „მინესოტას“ დაუპირისპირდა და ძალზედ დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 141:137 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მან პარკეტზე 25:24 წუთი გაატარა. მან 14 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ 7-დან […]
თბილისის დინამომ შუქურას მოუგო და ლიდერობა შეინარჩუნა
საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურში მოქმედი ჩემპიონი და ლიდერი თბილისის დინამო ზესტაფონში ქობულეთის „შუქურას“ ესტუმრა და დამაჯერებლად იმარჯვა. მასპინძლებმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ მეორე ტაიმში გიორგი ნემსაძის გუნდმა ზღვისპირელთა გატეხვა მოახერხა. ანგარიში 65-ე წუთზე გიორგი გაბედავამ გახსნა, რომელმაც თავისივე მოპოვებული პენალტი ზუსტად შეასრულა. 20 წუთში კი გიორგი კუციას პასით თორნიკე ახვლედიანმა გამოიჩინა თავი […]
გურამ გიორბელიძე – “მამაჩემის გარეშე ასე ვერ ვითამაშებდი”
ავსტრიული “ვოლფსბერგერის” მცველმა გურამ გიორბელიძემ საქართველოს ნაკრებში მარტის ბოლოს 3 მატჩი ჩაატარა და ყველას მოწონება დაიმსახურა. სპორტალი მას ესაუბრა. – ნიდერლანდებთან ამხანაგურზე… – მთავარ მწვრთნელთან ერთად ყოფნისთვის დიდი დრო არ გვქონია. შესაბამისად, ივნისის შეკრებას დიდი მნიშვნელობა ექნება. ამხანაგურ შეხვედრებში, მათ შორის, ნიდერლანდების ნაკრებთან, მეტ გამოცდილებასა და თავდაჯერებას შევიძენთ. ასევე, ტაქტიკური მონახაზების დასამუშავებლადაც შეკრებას ნაყოფიერად გამოვიყენებთ. – […]
ბითაძის 19 წუთი – 6 პასი, 3 დაფარება, 4 ქულა
დომანტას საბონისის გარეშე დარჩენილმა „ინდიანა პეისერსმა“ მორიგ შეხვედრაში „ჩიკაგოს“ უმასპინძლა და მიმდინარე რეგულარულ სეზონში 27-ჯერ დამარცხდა 97:113. გოგა ბითაძეს ლიეტუველი კალათბურთელის არყოფნაში ამჯერადაც შედარებით უფრო მეტი დრო მიეცა თავის გამოსაჩენად. მან 18 წუთი და 39 წამი ითამაშა. გოგამ ამ დროში ცოტ-ცოტა ყველაფერი მოასწრო, მის ანგარიშზე 4 ქულა, 3 მოხსნა (2 შეტევაში, 1 დაცვაში), 6 პასი, […]
ლეიკერსს სტეფ კარი მოუნდა
“ლოს ანჯელეს ლეიკერსი” “გოლდენ სტეიტის” ლიდერის, სტეფ კარის საკუთარ გუნდში გადაყვანას აქტიურად ცდილობდა. “ლეიკერსის” ლიდერი ლებრონ ჯეიმსი “ოქროს ბიჭუნასთან” მოლაპარაკებას “ყველა ვარსკვლავის” კვირის მიმდინარეობისას პირადად მართავდა. მიუხედავად ამ ჭორიდან თითქმის 1 თვის გასვლისა, ეს თემა მაინც ძალიან აქტუალურია, რადგან ამ გაცვლის შემთხვევაში ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო დუეტი ჩამოყალიბდება, შანსი კი, რა თქმა უნდა, არსებობს, რადგან 2022 […]