კატეგორია: სპორტი

ვან დეიკი: ”მოჰამედ სალაჰი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”

ვან დეიკი: ”ევერტონთან გამარჯვებას ვიმსახურებდით”

ლივერპულის მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა განაცხადა რომ მოჰამედ სალაჰი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია და სალაჰზე წინ მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი დგას. ვან დეიკის აზრით ლივერპულის წარმატება დიდწილად სწორედ სალაჰის დამსახურებაა, რადგან ის მუდმივად კარგ ფორმაშია: ”სალაჰთან ერთად თამაში დიდი პატივია და მიხარია რომ ის ჩემი თანაგუნდელია. სალაჰმა ბოლო წლებში ბევრი რამ დაამტკიცა და არ მესმის, როდესაც […]

ჩელსი აზარის ტრანსფერში 130 მილიონს ითხოვს

ჩელსი ედენ აზარის გაშვებას არ აპირებს

ლონდონის ჩელსი მზად არის თავისი ლიდერი ედენ აზარი ამ ზაფხულში გაყიდოს, თუმცა მასში საკმაოდ სოლიდურ თანხას 130 მილიონს ითხოვს. აზარის ყიდვა უკვე დიდიხანია სურს მადრიდის რეალს, თუმცა ამ თანხის გადახდაზე მათ შესაძლოა უარი თქვან. აზარს 2020 წლის ბოლოს უმთავრდება კონტრაქტი ჩელსისთან და ის თავისუფალი აგენტი გახდება, ამიტომ ლონდონელები ცდილობენ ბელგიელი ვარსკვლავი სარფიანად გაყიდონ. აზარმა რამდენიმე […]

მოურისიო პოჩეტინო: ”ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია”

ტოტენჰემში პოჩეტინოს ხელფასს გაუზრდიან

ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა მოურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაში ფავორიტები არ არიან, განსაკუთრებით მეოთხედფინალებში, თუმცა იქვე დაამატა, რომ ბარსელონას სხვებზე მეტი შანსი აქვს, რადგან ამ გუნდში ლიონელ მესი თამაშობს: ”არ მიყვარს ფავორიტებზე საუბარი, რადგან ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ უძლიერესი გუნდები თამაშობენ, განსაკუთრებით მეოთხედფინალებში, თუმცა ბარსელონას მაინც სხვებზე უკეთესი შანსები აქვს, რადგან ამ გუნდში ლიონელ მესი თამაშობს […]

მაურისიო სარი: ”ჩელსის მენტალური პრობლემები აქვს”

მაურისიო სარი: ”ჩელსის მენტალური პრობლემები აქვს”

ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ ევერტონთან მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს მენტალური პრობლემები აქვს. სარის აზრით, ფეხბურთელები ნაადრევად ანებებენ თავს ბრძოლას და მატჩებში გარდატეხის შეტანა არ შეუძლიათ: ”ევერტონთან პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ, მაგრამ შემდეგ რაღაც მოხდა და გუნდი მორალურად გატყდა. ჩვენ ძლიერი ფეხბურთელები გვყავს, უბრალოდ მათ მენტალური პრობლემები აქვთ და ისინი ბრძოლას თავს […]

ლუის სუარესი ორ კვირას გამოტოვებს

სუარესმა აიაქსს რეალთან გამარჯვება მიულოცა

ბარსელონას ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა ბეტისთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და ის სავარაუდოდ ორი კვირა ვერ შეძლებს თამაშს. აღსანიშნავია, რომ ეს პერიოდი სანაკრებო თამაშებს დაემთხვა და სუარესი ნაკრებში გამოძახებული იყო, თუმცა ტრავმამ ყველაფერი შეცვალა და ის ესპანეთში დარჩება. სუარესი ბოლო თამაშებში შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს და მისი წყალობით ბარსელონამ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო. განსაკუთრებით სუარესმა თავი რეალის […]

რაგბი – საქართველომ რუსეთს ისევ მოუგო – სპეციალური მაისურები საქართველოს რუკით – ვიდეო

რაგბი - საქართველომ რუსეთს ისევ მოუგო - სპეციალური მაისურები საქართველოს რუკით - ვიდეო

რაგბი ევროპის გათამაშების ფარგლებში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე 22:6 დაამარცხა. ქართველი მორაგბეები მატჩის დაწყების წინ მოედანზე სპეციალური მაისურებით გამოჩნდნენ, სადაც საქართველოს რუკაა დატანილი და ამით რუსებს მიანიშნეს, რომ მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოა. აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნებს რუსეთთან 1996 წლის შემდეგ არ წაუგიათ. რაგბი ევროპის გათამაშება საქართველოს ნაკრების […]

იურგენ კლოპი: ”პორტოს სერიოზულად უნდა შევხედოთ”

იურგენ კლოპი: ”სალაჰს უკეთ შეუძლია თამაში”

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ პორტო სუსტი გუნდი არ არის და მათთან სერიოზულად თამაშია საჭირო: ”პორტო ერთი შეხედვით იოლი მეტოქე ჩანს, მაგრამ ეს ასე არ არის და ჩვენ წინ რთული მატჩები გველის. ნახევარფინალზე ჯერ არ ვფიქრობთ, რადგან წინასწარ საუბარი არ მიყვარს. წარმატებას ეტაპობრივად უნდა მივაღწიოთ”–განაცხადა იურგენ კლოპმა.

ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდება

ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდება

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია და ყველა დაპირისპირება საინტერესო იქნება, მაგრამ ცენტრალური მაინც ბარსელონა-მანჩესტერ იუნაიტედის წყვილია, რადგან ამ გუნდებს ერთმანეთთან ძველი ანგარიშები აქვთ. მატჩები 9,10 და 16,17 აპრილს გაიმართება. სხვა მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება: მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემი მანჩესტერ იუნაიტედი-ბარსელონა იუვენტუსი-აიაქსი პორტო-ლივერპული

უსმან დემბელე ერთი თვე იუქმებს

უსმან დემბელე 3 ან 4 თვეს გამოტოვებს

ბარსელონას ფრანგმა ფორვარდმა უსმან დემბელემ ლიონთან შეხვედრის დროს ადრე მიღებული ტრავმა გაიმიზეზა და სავარაუდოდ მას ერთი თვე მოუწევს დასვენება. დემბელეს ტრავმები აქამდეც აწუხებდა, თუმცა ის სერიოზული არ იყო და ლიონთან ფრანგი ფორვარდი ცვლილებაზე შემოვიდა. თუ დემბელემ ერთი თვე ვერ შეძლო თამაში, მაშინ ის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ორივე შეხვედრას გამოტოვებს. მის ადგილს სავარაუდოდ ფელიპე კოუტინიო დაიკავებს.

იურგენ კლოპი: ”ამ გამარჯვებით ბორუსიას ფანებიც გავახარეთ”

იურგენ კლოპი: ”სალაჰს უკეთ შეუძლია თამაში”

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ბაიერნთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისთვის ბაიერნის დამარცხება ყოველთვის სასიამოვნოა. კლოპის აზრით ლივერპულმა თითქმის იდეალური თამაში აჩვენა და მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა: ”ეს გამარჯვება ძალიან სასიხარულოა და ვფიქრობ დორტმუნდში ბევრი ადამიანი გავახარეთ. ჩემი გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ და მეტოქეს არაფრის გაკეთების საშუალება არ მივეცით. ჩემპიონთა ლიგაში […]