ლუის სუარესი ორ კვირას გამოტოვებს

ლუის სუარესი ორ კვირას გამოტოვებსბარსელონას ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა ბეტისთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და ის სავარაუდოდ ორი კვირა ვერ შეძლებს თამაშს. აღსანიშნავია, რომ ეს პერიოდი სანაკრებო თამაშებს დაემთხვა და სუარესი ნაკრებში გამოძახებული იყო, თუმცა ტრავმამ ყველაფერი შეცვალა და ის ესპანეთში დარჩება.

სუარესი ბოლო თამაშებში შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს და მისი წყალობით ბარსელონამ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო. განსაკუთრებით სუარესმა თავი რეალის წინააღმდეგ გამოიჩინა, როდესაც მათ 3 გოლი გაუტანა.