8 ნოემბრიდან ჟურნალ სარკესთან ერთად იყიდება ოლდოს ჰაქსლის რომანი ”დრო უნდა ჩერდებოდეს”. წიგნის და ჟურნალის ფასია 14 ლარი. „დრო უნდა ჩერდებოდეს“ ჰაქსლის ერთ–ერთი გვიანი და ნაკლებად ცნობილი ნაწარმოებია. მიუხედავად ამისა, თავად ჰაქსლი მას თავის საუკეთესო რომანად მიიჩნევდა, წიგნი 1944 წელს გამოიცა და გაჯერებულია ირონიით, სკეპტიციზმით, ფილოსოფიური იდეებითა და თეოლოგიური პასაჟებით. ჰაქსლი მეოცე საუკუნის 20-იანი წლების ინგლისის მაღალ საზოგადოებას აღწერს ყველა […]
კატეგორია: წიგნები
გაბრიელ ტანიე – ”ქანაანის შვილები”
7 ნოემბრიდან გაზეთ ახალ თაობასთან ერთად გაიყიდება გაბრიელ ტანიეს ბესტსელერად ქცეული რომანი ”ქანაანის შვილები”. ფასი გაზეთთან ერთად 14 ლარი. წიგნი გამომცემლობა ”ინტელექტმა” გამოსცა. აი, რას წერს დათო ტურაშვილი ავტორისა და წიგნის შესახებ: – თუ ამ წიგნის მომავალ მკითხველს დასაწყისიდანვე მოეჩვენება, რომ აშკარად უჩვეულო, უცნაური და განსხვავებული წიგნი აღმოაჩინა, სიამოვნებით დავეთანხმები და იმასაც სიამოვნებით გავიხსენებ, თუ როგორ […]
ბალზაკი – კურტიზან ქალთა ბრწყინვალება და სიღატაკე
26 ოქტომბრიდან გაზეთ ”ახალ თაობასთან” ერთად გაიყიდება ბალზაკის შედევრის, ”კურტიზან ქალთა ბრწყინვალება და სიღატაკის” პირველი ტომი. რომანის მთავარი გმირი არ არის კურტიზანი. ის კრიმინალია, ვისთვისაც ჩვეულებრივი ამბავია ადამიანების სიცოცხლით მანიპულირება საკუთარი სიამოვნებისთვის. წიგნი დაბეჭდილია 2 ტომად და შედის სერია ”ოქროს ბიბლიოთეკაში”. ფასი გაზეთთან ერთად 11 ლარი.
რჩეული ქართული ზღაპრები – ფერადი, ილუსტრირებული
იორამ ჩადუნელის ”საზღაური”
გაზეთ ”ახალ თაობასთან” ერთად იყიდება სერიალ ”ქართული დეტექტივის” მე-3 ტომი – იორამ ჩადუნელის ცნობილი რომანი ”საზღაური”. ფასი გაზეთთან ერთად – 4 ლარი. წარმატებული მეცნიერი მაგალი საჯაია კიბოს წამლის აღმოჩენის ზღურბლზე დგას, მაგრამ მოულოდნელად თავს იკლავს. გამომძიებელ ჯუანშერ მიგრიაულს თვითმკვლელობის არ სჯერა, მაგრამ მკვლელობის დამამტკიცებელი სამხილები არ ჩანს. ცოტა ხნის შემდეგ ძარცვავენ ზურაბ ხიდურელის ბინას. ზურაბ […]










