ოლდოს ჰაქსლი – დრო უნდა ჩერდებოდეს

ოლდოს ჰაქსლი - დრო უნდა ჩერდებოდეს8 ნოემბრიდან ჟურნალ სარკესთან ერთად იყიდება ოლდოს ჰაქსლის რომანი ”დრო უნდა ჩერდებოდეს”.

წიგნის და ჟურნალის ფასია 14 ლარი.

დრო უნდა ჩერდებოდეს“ ჰაქსლის ერთერთი გვიანი და  ნაკლებად ცნობილი ნაწარმოებია. მიუხედავად ამისა, თავად ჰაქსლი მას თავის საუკეთესო რომანად მიიჩნევდა,

წიგნი 1944 წელს გამოიცა და გაჯერებულია ირონიით, სკეპტიციზმით, ფილოსოფიური იდეებითა და თეოლოგიური პასაჟებით. ჰაქსლი მეოცე საუკუნის 20-იანი წლების ინგლისის მაღალ საზოგადოებას აღწერს ყველა ნაკლოვანებითა თუ ღირებულებით, და კაპიტალიზმს, სოციალიზმსა და ფაშიზმს აკრიტიკებს.

 

რომანის ცენტრალური პერსონაჟი სებასტიან ბარნაკია. წიგნის ძირითადი ნაწილი 1929 წელს, ფლორენციაში ვითარდება, სადაც სებასტიანი არდადეგებზე ბიძასთან მიემგზავრება. ფლორენციაში იგი ხვდება ქალს, რომელიც მისი ყმაწვილური ფანტაზიების განსხეულებაა. ცდილობს თავი იპოვოს ამ სამყაროში, უშვებს შეცდომებს, გამოწვეულს შიშითა და გაუბედაობით, მტკივნეულად განიცდის თავის არასრულყოფილებას და ორი სრულიად განსხვავებული მსოფლმხედველობის მქონე ადამიანის შეგირდი ხდება.

 

ოლდოს ჰაქსლი - დრო უნდა ჩერდებოდესოლდოს ჰაქსლი წინასწარმეტყველი მწერალია, მან განჭვრიტა რუსეთისა და ჩინეთის როლის გაძლიერება მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე და ის შედეგი, რაც შესაძლოა მოჰყვეს იმპერიების მიერ აზიელების, ფერადკანიანებისა და მესამე სამყაროს ქვეყნებში მცხოვრებთა შევიწროებას. ჰაქსლიმ თავისი ბედიც კი იწინასწარმეტყველა, რადგან ამ წიგნის გმირი ბრუნო რონტინი, ჰაქსლის მსგავსად, ყელის კიბოთი გარდაიცვალა.

ამ წიგნს ვურჩევთ ყველას, ვისაც უყვარს ხარისხიანი ლიტერატურა, განსაკუთრებული მადლობა კი თაკო ჭილაძეს, რომელმაც ბრწყინვალედ თარგმნა ეს ურთულესი რომანი.