კატეგორია: ვიდეოები

აშშ-ში სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა – ვიდეო

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში მდებარე ტრევისის საჰაერო სამხედრო ბაზაზე გაზის ცილინდრებით დატვირთული ავტომობილი შევიდა, რომელიც აფეთქდა. ამის შესახებ cbsnews-ი წერს. როგორც მედიაში წერენ, მომხდარს როგორც ტერორისტულ აქტს ისე განიხილავენ. დაიღუპა ავტომობილის მძღოლი. პოლიციისთვის მისი ვინაობა ცნობილია, მაგრამ არ ამხელენ. გამოძიებაში უკვე ჩაერთო FBI. ჯერჯერობით სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. საჰაერო ძალების ბაზა ტრევისი არის შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე აშშ-ის […]

გიორგი გაბუნიას მანქანიდან გადაღებული რუსთავი 2-ზე თავდასხმის ახალი ვიდეოკადრები – „ეს ნამდვილი ტყვეობა იყო… ნახევარსაათიანი კოშმარი!“

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი მისი ავტომობილის შიგნიდან გადაღებულ ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც ასახულია მასზე და გიორგი გაბუნიაძე „ქართული მარშის“ წევრების მხრიდან მომხდარი თავდასხმა. “ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ტყვედ ამიყვანდნენ. როცა ჩემს გადაღებულ ვიდეოებს ვუყურებ, ვრწმუნდები რომ ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება და რომ ეს ნამდვილი ტყვეობა იყო. ნახევარსაათიანი კოშმარი! ნახევარსაათიანი მხოლოდ იმიტომ, რომ მე […]

„ევროპულ საქართველოს“ მეძავების პარტია უნდა დარქმეოდა” – რატომ ატყდა ცემა-ტყეპა ზუგდიდის საკრებულოში – ვიდეო

ზუგდიდის მერიაში საკრებულოს სხდომის მსვლელობისას ერთმანეთს  “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატები დაუპირისპირდნენ. საკრებულოს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის შექმნის საკითხი განიხილებოდა. “ნაციონალური მოძრაობის” სიით გასული წევრი “ევროპულ საქართველოში” გადავიდა.  განხილვას ენმ-ს დეპუტატის, ანი წითლიძის რეპლიკა მოჰყვა. – „ევროპულ საქართველოს“ მეძავების პარტია უნდა დარქმეოდა, – მიმართა წითლიძემ ევროპული საქართველოს დეპუტატებს. სწორედ ამ რეპლიკას მოჰყვა დაპირისპირება „ევროპული საქართველოს“ […]

აფრიკის კონტინენტი 2 ნაწილად იყოფა – ვიდეო

აღმოსავლეთ აფრიკა კონტინენტის დანარჩენი ნაწილისგან, შესაძლოა, გამოიყოს. ინფორმაციას Indy100-ი ავრცელებს. მეცნიერები ამბობენ, რომ გეოლოგიური გახლეჩა მოსალოდნელზე სწრაფად მიმდინარეობს. მაგალითად – კენიის დატვირთულ ქუჩაზე, ვულკანური აქტივობების შედეგად, დიდი ნაპრალი გაჩნდა. სავალალო შედეგების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია, მეცნიერებმა ჩაატარონ ვრცელი კვლევა, რათა დადგინდეს, რა ტერიტორიაზე უნდა გაიყვანონ გზები ან ააშენონ შენობები. იმედინიუსი

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს მშობლიურ წილკანში საპატიო დერეფნით და დროშებით დახვდნენ – ვიდეო

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი თბილისიდან სოფელ წილკანში რამდენიმე საათის წინ გადაასვენეს. არჩილ ტატუნაშვილს მშობლიურ სოფელში საქართველოს დროშებით დახვდა. ვიდეოს Ana Cino ავრცელებს. ოკუპირებული რეჟიმის მიერ მოკლულ ახალგაზრდას სავარაუდოდ შაბათს დაკრძალავენ. ჟურნალისტები, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ნახეს, აცხადებენ,რომ მას დაზიანებები აღენიშნება, მოჭრილი აქვს საჩვენებელი თითი და ეს არის წამების კვალი ნიუპოსტი https://www.facebook.com/anacinuk.papalashvili/videos/1668862336485824/

ნინი შერმადინმა “ყვავილების ქვეყანა” ანდრესთან ერთად სომხურად იმღერა – ვიდეო

მომღერალმა ნინი შერმადინმა სომეხ კოლეგასთან ანდრესთან ერთად ცნობილი ქართული სიმღერა “ყვავილების ქვეყანა” დუეტში სომხურად იმღერა. დუეტზე მომღერლებმა ვიდეორგოლიც გადაიღეს და ინტერნეტში განათავსეს. სიმღერამ და კლიპმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ნინი და ანდრე პირველად არ თანამშრომლობენ. ისინი ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ მუსიკალური გადაცემის ჩაწერაზე შეხვდნენ და მაშინაც სომხურენოვანი ერთობლივი დუეტი ჩაწერეს, რომელმაც ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა და […]

ნანუკა ჟორჟოლიანი მარიამ გეგუჩაძეს – “პუდელს რომ ეფერებიან, ისე გეფერები” – ვიდეო

ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქში სახალისო ვიდეო დადო, რომელშიც ის თავის ქალიშვილთან, მარიამ გეგუჩაძესთან ერთად არის გადაღებული. ვიდეოს ბევრი კომენტარი აქვს. “პუდელს რომ ეფერებიან, ისე გეფერები”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ერთ-ერთ კომენტარში. https://www.facebook.com/geguchadzemariami/videos/1625820570835838/

თბილისი-რუსთავის ტრასაზე ერთმანეთს 4 მანქანა შეეჯახა – ყვითელი მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა – ვიდეო

დღეს დილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე. რუსთავის მონაკვეთზე ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა. მათ შორის იყო ფორდის მარკის მიკროავტობუსი, ორი ნისანის და ერთი ჰონდას მარკის ავტომობილები.  შეჯახების დროს ყვითელი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიკროავტობუსში 5 მგზავრი იმყოფებოდა.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორუსთავი

როგორ ცვივა ხალხი გუდაურში საბაგიროდან – ვიდეო

ფეისბუქ გვერდზე ”42-ე პარალელი” გავრცელდა ვიდეო, რომელზედაც კარგად ჩანს, თუ რა ხდებოდა გუდაურში საბაგიროს ავარიის დროს. კადრები მოთხილამურის მიერაა გადაღებული და დიდ ეფექტს ახდენს მაყურებელზე. https://www.facebook.com/42p.ge/videos/819059964950380/

უბედური შემთხვევა გუდაურში – საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა – ვიდეო

ცოტა ხნის წინ გუდაურში უბედური შემთხვევა მოხდა. საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა, პირველადი სამედიცინო დახმარება დაზარალებულებს ინციდენტის პირველივე წუთებში გაეწიათ, რის შემდეგაც გუდაურის ამბულატორიაში გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და სხვა კლინიკაში გადაყვანას, ამ ეტაპზე, არ საჭიროებენ. თუმცა სამინისტრომ გუდაურში თბილისიდან რეანომობილი მაინც გაგზავნა. წინასწარი ინფორმაციით გუდაურში […]