უბედური შემთხვევა გუდაურში – საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა – ვიდეო

უბედური შემთხვევა გუდაურში - საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა - ვიდეოცოტა ხნის წინ გუდაურში უბედური შემთხვევა მოხდა. საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა,

პირველადი სამედიცინო დახმარება დაზარალებულებს ინციდენტის პირველივე წუთებში გაეწიათ, რის შემდეგაც გუდაურის ამბულატორიაში გადაიყვანეს.

ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და სხვა კლინიკაში გადაყვანას, ამ ეტაპზე, არ საჭიროებენ. თუმცა სამინისტრომ გუდაურში თბილისიდან რეანომობილი მაინც გაგზავნა.

წინასწარი ინფორმაციით გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების მიზეზი ძაბვის ვარდნა გახდა.