კატეგორია: ვიდეოები

“ესეც ასე, მორჩა სტუდენტობას” – დავით ბაქრაძის ქალიშვილმა იელის უნივერსიტეტი დაამთავრა – ვიდეო

"ესეც ასე, მორჩა სტუდენტობას" - დავით ბაქრაძის ქალიშვილმა იელის უნივერსიტეტი დაამთავრა - ვიდეო

დავით ბაქრაძის ქალიშვილმა კატო ბაქრაძემ აშშ-ის იელის უნივერსიტეტი დაამთავრა. ამის შესახებ კატოს დედამ, მაკა მეტრეველმა, ფეისბუქში დაწერა: “ესეც ასე! მორჩა სტუდენტობას და ახალ ეტაპს იწყებს ცხოვრებაში Kato Bakradze #ამაყიდედა”

კარლ ჰარცელმა გია ყანჩელის “ყვითელი ფოთლები” იმღერა – ვიდეო

კარლ ჰარცელმა გია ყანჩელის "ყვითელი ფოთლები" იმღერა - ვიდეო

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გიორგი უშიკიშვილთან ერთად გია ყანჩელის “ყვითელი ფოთლები” იმღერა.

ია მეურმიშვილი კურტ ვოლკერზე – “მგონი, ცოტა ხანში ქართულად გადაცემასაც წაიყვანს” – ვიდეო

ია მეურმიშვილი კურტ ვოლკერზე - "მგონი, ცოტა ხანში ქართულად გადაცემასაც წაიყვანს" - ვიდეო

ია მეურმიშვილმა ფეისბუქში დაწერა: “მგონი ცოტა ხანში გადაცემასაც წაიყვანს !! წელიწადზე მეტია კოვიდის გამო გადაცემას სახლიდან ვწერ და ტელესაქმის ყველა ასპექტი ისწავლა , გადაღება/განათებით დაწყებული, ხმის ოპერატორობით და ზოგჯერ ვიზაჟისტობით დამთავრებული. წინა კვირას ახალი უნარი გამოავლინა – კადრს ვასწორებდი და კამერის წინ დადგომა ვთხოვე და დაიწყო… #ხედვავაშინგტონიდან He never stops surprising me !! He can […]

მეხიკოს მეტროში ხიდი ჩაინგრა – 20 ადამიანი დაიღუპა, 70 დაშავდა – ვიდეო

მეხიკოს მეტროში ხიდი ჩაინგრა - 20 ადამიანი დაიღუპა, 70 დაშავდა - ვიდეო

მექსიკის დედაქალაქში, მეხიკოში მეტროს ხიდი ჩამოინგრა, რის შედეგადაც სულ მცირე 20 ადამიანი გარდაიცვალა, 70 კი დაშავდა. BBC-ის ცნობით, მეტროს ნანგრევებში რამდენიმე მანქანაც მოყვა. ადგილზე მაშველები სამძებრო-სამაშველო ოპერაციას აგრძელებენ. არაა გამორიცხული, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ ხიდზე ბზარები 2017 წელს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გაჩნდა. მექსიკის გაზეთ El Universal- ში ნათქვამია, რომ ტრანსპორტის ხელმძღვანელობამ ადგილი […]

დიდ დიღომში გზები დაიტბორა – ვიდეო

დიდ დიღომში გზები დაიტბორა - ვიდეო

თბილისში, დიდ დიღომში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. დატბორილია გზები, ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია. “ინტერპრესნიუსი” საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ შესული შეტყობინებების შესახებ ინფორმაციას არკვევენ.

თბილისში ყაზბეგის გამზირზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა – ვიდეო

თბილისში ყაზბეგის გამზირზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა - ვიდეო

თბილისში,  ყაზბეგის გამზირზე, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ფაქტს “ტვ.პირველის” ჟურნალისტი შეესწრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული. ტვ პირველი

“მოდი აბა დამეწიე!” – ბათუმში მამაკაცი პატრულს გაექცა – ვიდეო

"მოდი აბა დამეწიე!" - ბათუმში მამაკაცი პატრულს გაექცა - ვიდეო

ბათუმში პატრულმა ახალგაზრდა მამაკაცი გააჩერა, რომელსაც პირბადე არ ეკეთა. – ერთი წუთით, მობრძანდით, – მიმართა მამაკაცს პატრულმა. ის არ დაემორჩილა და გაშორდა, თან დაუძახა: – მოდი დამეწიე, მოდი. რის შემდეგაც მამაკაცი გაიქცა. პატრულმა 1 წამს იფიქრა და მამაკაცს გამოეკიდა.

სუსმა დააკავა 2 პირი, რომლებიც რადიოაქტიურ მასალას ქუთაისში 300.000 ევროდ ყიდდნენ – ვიდეო

სუსმა დააკავა 2 პირი, რომლებიც რადიოაქტიურ მასალას ქუთაისში 300.000 ევროდ ყიდდნენ - ვიდეო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. აღნიშნული პირები, ქალაქ ქუთაისში რადიოაქტიური მასალის გასაღებას 300. 000 ევროს სანაცვლოდ გეგმავდნენ, როდესაც მოხდა მათი დაკავება. რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული კონტეინერი შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერება ამერიციუმ 241 (Am241). რადიოაქტიურ ნივთიერებებთან და მავნებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის […]

“რა შენი ტრ–ის საქმეა, შე ლაწირაკო, ნუ მიღებ, ბიჭო!” – უცნობის აქციის მონაწილე ჟურნალისტს მიმართავს – ვიდეო

"რა შენი ტრ--ის საქმეა, შე ლაწირაკო, ნუ მიღებ, ბიჭო!" - უცნობის აქციის მონაწილე ჟურნალისტს მიმართავს - ვიდეო

“უცნობის” აქციის მონაწილეები “ტვ. პირველის” ჟურნალისტების მიმართ აგრესიით გამოირჩევიან და მათ შეურაცხყოფას აყენებენ: რატო დამდევ, შენ ვინ გეკითხება, ვინ ჩამომიყვანა, ლაწირაკო, რა შენი ტრა…ის საქმეა. დედაშენის ორგანიზებით ჩამოვედი. ნუ მიღებ, ბიჭო”- მომართავს მამაკაცი ტვ. პირველის გადამღებ ჯგუფს. ცნობილია, რომ “უცნობის” აქციაზე ე.წ. კაი ბიჭების და საჯარო მოხელეების მობილიზება დილიდან დაიწყო. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ “უცნობს” აქციისთვის […]

“ღვინის რესტორნის მფლობელს ჩხრეკს პოლიცია, რადგან მას ჯიბეში ღვინის გასაღები ედო” – ვიდეო

"ღვინის რესტორნის მფლობელს ჩხრეკს პოლიცია, რადგან მას ჯიბეში ღვინის გასაღები ედო" - ვიდეო

ნაჯა ორაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “თარხნიშვილზე Tekuna Gachechiladze-ის ღვინის ახალი რესტორნის კარებთან, რესტორნის მფლობელს ჩხრეკს შავებში ჩაცმული პოლიცია და პოლიციაში გადაჰყავს იმ მიზეზით, რომ ჯიბეში ღვინის გასახსნელი ედო. პანდემიაში, ქვეყანა თავზე რომ გვენგრევა, პოლიციის რესურსი ამ წარმოუდგენელ აბსურდში იხარჯება.”