მეხიკოს მეტროში ხიდი ჩაინგრა – 20 ადამიანი დაიღუპა, 70 დაშავდა – ვიდეო

მეხიკოს მეტროში ხიდი ჩაინგრა - 20 ადამიანი დაიღუპა, 70 დაშავდა - ვიდეომექსიკის დედაქალაქში, მეხიკოში მეტროს ხიდი ჩამოინგრა, რის შედეგადაც სულ მცირე 20 ადამიანი გარდაიცვალა, 70 კი დაშავდა.

BBC-ის ცნობით, მეტროს ნანგრევებში რამდენიმე მანქანაც მოყვა.

ადგილზე მაშველები სამძებრო-სამაშველო ოპერაციას აგრძელებენ. არაა გამორიცხული, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.

ადგილობრივები ამბობდნენ, რომ ხიდზე ბზარები 2017 წელს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გაჩნდა. მექსიკის გაზეთ El Universal- ში ნათქვამია, რომ ტრანსპორტის ხელმძღვანელობამ ადგილი შეაკეთა.