კატეგორია: ვიდეოები

ფონიჭალაში 6 ნარკორეალიზატორი დააკავეს – ვიდეო

სამართალდამცველებმა დეკემბერში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ფაქტები გახსნეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს და არაერთი პირი დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დეკემბრის თვეში, […]

adjarabet.com-ის მომხმარებლები 20-ჯერ 20 000 ლარს და ახალთახალ იაგუარს მოიგებენ -ვიდეო

აჭარაბეთის უპრეცედენტო 25 დღიანი გათამაშება დასრულდა,  2 500 000 ლარიანი საპრიზო ფონდი 75 გამარჯვებულზე გადანაწილდა. თუმცა გათამაშებების სერია გრძელდება და adjarabet.com 2020 წლის დადგომასთან ერთად ახალ გათამაშებას იწყებს. EGT-ის საახალწლო გათამაშებაში თამაშდება 20-ჯერ 20 000 ლარი და უახლესი მოდელის იაგუარის ავტომობილი. გათამაშება გაიმართება 10 და 22 იანვარს  მთავარი არხის პირდაპირ ეთერში 22:00 საათზე. თითოეულ გათამაშებაში […]

შსს-მ საერთაშორისო ნარკოჯგუფისგან 6 მილიონი ლარის ნარკოტიკები ამოიღო – დაკავებულია 6 პირი – ვიდეო

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის უპრეცედენტოდ მასშტაბური საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს. შსს-ს ინფორმაციით, ამოღებული ნარკოტიკის რეალიზება ინტერნეტის საშუალებით ხორციელდებოდა. დაკავებული არიან საქართველოში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე, 1 პირი კი მხილებულია. უწყების ცნობით, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა […]

რაკეტამ ნეთანიაჰუს გამოსვლა ჩაუშალა – ისრაელის პრემიერი თავშესაფარში გადაიყვანეს – ვიდეო

ღაზას სექტორიდან გაშვებულმა რაკეტამ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრა ჩაშალა,- ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როცა ნეთანიაჰუ სპეციალურად მოწყობილ სცენაზე სიტყვით გამოდიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე გამაფრთხილებელი სიგნალის ჩართვისთანავე თავშესაფარში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რაკეტსაწინაღმდეგო სისტემა „რკინის გუმბათის“ საშუალებით ღაზას სექტორიდან გაშვებული […]

საშინელი ავარია ჩაქვთან – 5 მოსწავლე დაიღუპა – ვიდეო

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ჩაქვთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ხალაში ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ხუთივე გარდაცვლილი 17 წლამდე მოზარდია. ავტომანქანა გზიდან ხევში გადავარდა. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ადგილზე სასწრაფო, სამაშველო სამსახური და პოლიცია იყო მობილიზებული. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტომანქანაში ახალგაზრდები ისხდნენ. შემთხვევა დაახლოებით დღის 2 საათზე მოხდა. […]

სალომე ზურაბიშვილს ცეკვის დროს ტელეფონზე ხელი დაეჭირა – ვიდეო

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ზაზა გაბედავას ურეკავს. როგორც ვიდეოში ჩანს, იგი სადღაც ცეკვავს, ტელეფონზე კი ხელი დაეჭირა. ვიდეოს, თავად ზაზა გაბედავა ავრცელებს.

ქუთაისში მკვლელობისთვის ძებნილი მ.ზ. დააკავეს – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ქუთაისში მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ძებნილი პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, დაკავებულია 1969 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ზ. დაკავებულს 2018 წლის 30 სექტემბერს, ქუთაისში, სასაფლაოზე […]

გორელი ჯეკა სასტუმროსთან მანქანებს აჩერებს – ვიდეო

გორელი ჯეკა, მთელ დღეს სასტუმრო ,,ინტურისტთან” ატარებს და ცდილობს მანქანები შეაჩეროს ფრთხილად, წინ ძაღლია! ქართლი.გე გორელი ჯეკა 🐕🐾🐶 გორელი ,,ჯეკა" ‼️🚖 მთელ დღეს სასტუმრო ,,ინტურისტთან" ატარებს და ცდილობს მანქანები შეაჩეროს⭕️ ფრთხილად, წინ ძაღლია. Gepostet von Qartli.ge • შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი am Freitag, 20. Dezember 2019

სუსმა ქვემო ქართლის მაღალჩინოსანი ლ.ლ. დააკავა – ვიდეო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი სპეციალისტი ლ.ლ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.ლ-მ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეს, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე, ელექტროშოკის აპარატით უკანონო თევზჭერის მფარველობის […]

მარიანა ჩოლოიანი ქუჩაში საკუთარი ფეხით გადაადგილდება და არც ხელბორკილები ადევს – ვიდეო

„ფორმულას“ სკანდალური კადრები – მარიანა ჩოლოიანი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე არის დაკავებული, რომელიც მისი ადვოკატის მტკიცებით, იმდენად შეუძლოდაა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება ჟესტიკულაციით უარყო. ბრალის წარდგენიდან მეორე დღეს „ფორმულას“ მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება ის, გადის შენობიდან, ჯდება მანქანაში და სიგარეტს ეწევა. კადრები დღესაა გადაღებული. ვიდეო მასალა „ევექსის“ კლინიკაში საღამოს 17:30 წუთზე […]