სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში „ქალაქის პრობლემები“ მოქალაქე ნია გაბუნიამ ვიდეო გამოაქვეყნა და წერს:
„გამარჯობა.
დღეს დილიდან ვიღაც, დიდი ალბათობით ქალბატონი, ებღაუჭებოდა ჩემს კარებს. ცდილობდა გაეღო. ეს ფაქტი განმეორდა სამჯერ სხვადასხვა დროში.
ფრთხილად იყავით. პირველ მცდელობაზე ვიფიქრე ოჯახის წევრია კარებს აღებს -მეთქი, თუმცა ვინაიდან არავინ ჩანდა დავეჭვდი. მესამე მცდელობაზე ვეცადე როგორმე ხმა ამომეღო (ვინაიდან ძალიან შეშინებული ვიყავი) და მეკითხა ვინ იყო, თუმცა პასუხი არ მიმიღია, წავიდა.
თავიდან საკეტს აწვალებდა და შემდგომ სახელურს წევდა, იმ იმედით რომ თავისით გაიღებოდა.
ლოკაცია ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი“.