სომხეთის პარლამენტში დებატები ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. კონფლიქტი ფრაქცია “ნათელი მომავლის” და ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” დეპუტატებს შორის მოხდა. “ჩემი ნაბიჯის” ერთ-ერთი ლიდერი მმართველი პარტიის დეპუტატებს აკრიტიკებდა, რის საპასუხოდაც ოპონენტებისგან შენიშვნა მიიღო. საბოლოოდ, ოპოზიციური ფრაქციის დეპუტატი ტრიბუნიდან ჩამოვიდა, მმართველი ფრაქციის დეპუტატი ადგა და მათ შორის ჩხუბი დაიწყო. ჩხუბის მომენტში პარლამენტში იმყოფებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც. პალიტრავიდეო
კატეგორია: ვიდეოები
რუსთავში ექსკავატორმა ხიდი დააზიანა – ვიდეო
7 მაისს რუსთავი ლილოს მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ექსკავატორი, რომელიც სატვირთოს გადაჰქონდა, ხიდს გამოედო და დააზიანა. ჩამონგრეულია ბეტონის ფილები და მილები, რომლებიც ხიდის ქვეშ იყო დამონტაჟებული. ავარიის დროს ბეტონის ფრაგმენტები დაბლა ჩამოიყარა. მძღოლი “ინფო რუსთავთან” აცხადებს, რომ მან ვერ გათვალა სიმაღლე და შემთხვევით დააზიანა ხიდი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. ექსკავატორი […]
“საოცრად პოზიტიური ადამიანი და საუკეთესო მორაგბე” – ვინ იყო რუსთავში ავარიაში დაღუპული 23 წლის ნიკოლოზ კევლიშვილი – ვიდეო
რუსთავის ხარების მორაგბე ნიკოლოზ კევლიშვილის ავარიაში დაღუპვას გუნდი ფეისბუქში ასე გამოეხმაურა: “სულ ახლახანს ჩავწერეთ ეს ინტერვიუ და წინ ბევრი გეგმა ჰქონდა.. მათ შორის უახლოეს მომავალში ჩემპიონობა უნდოდა რომ ეზეიმა.. 😔😔 დღეს ეს საოცრად პოზიტიური ადამიანი და საუკეთესო მორაგბე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.. შენ მუდამ ჩვენ გულში იქნები ნიკა..😔😥💔🏉” https://www.facebook.com/163668857025923/videos/507214380195607/
მორაგბე ნიკოლოზ კევლიშვილი რუსთავში ავარიაში დაიღუპა
6 მაისს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე. მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ავტომობილი ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ განათების ბოძს და მერე ისევ ხეს. მანქანაში მყოფი 23 წლის ნიკოლოზ კევლიშვილი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, საპატრულო პოლიციისა და სახანძრო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. დაშავებულის გადაყვანა […]
ნანუკა გუდავაძე კარანტინში ცეკვით ერთობა – ვიდეო
ბერა ივანიშვილის ულამაზესი მეუღლე, ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურია. გოგონა აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ის ერთ-ერთ პოპულარულ მელოდიაზე წითელ ზედაში გამოწყობილი ცეკვავს. მის ვიდეოებს ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს. ბერას ოჯახი ხშირად ათავსებს სოცქსელებში მხიარულ ვიდეოებს. როგორც ჩანს, კარანტინს ასე უმკლავდებიან. ფორტუნა
ცოლის ცემისთვის თბილისში ნიგერიის მოქალაქე დააკავეს – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ა.ვ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ცოლს – 1986 წელს დაბადებულ ფ.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა ა.ვ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში […]
გლდანის ბაზრის მოვაჭრეებმა საქონელი ნაგავში გადაყარეს – ვიდეო
გლდანის ბაზარში მოვაჭრეებს პროდუქტების ნაწილის ნაგვის ურნაში გადაყრა მოუწიათ. მათ ბაზარში ვაჭრობის საშუალება დღემდე არ ეძლევათ, რის გამოც ათასობით ლარის პროდუქცია უფუჭდებათ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ჯანდაცვის რეკომენდაციებს იცავენ, თუმცა მერიის ინსპექცია ბაზრის გახსნის საშუალებას არ აძლევს. იმ შემთხვევაში თუ ბაზარი ხვალ არ გაიხსნება მოვაჭრეები გზის გადაკეტვით იმუქრებიან. რუსთავი 2
ბათუმში თურქეთის მოქალაქე ცოლის ცემისთვის დააკავეს – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული თ.თ. ბათუმში დააკავეს. მას ბრალი ოჯახში ძალადობასა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში ედება. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა არ შეასრულა იმ შემაკავებელი ორდერით […]
კალაძე – “თბილისში ელექტროსკუტერები გამოჩნდა, მადლობა თემურ უგულავას” – ვიდეო
თბილისში ელექტროსკუტერები გამოჩნდა და მალე ქალაქის მცხოვრებლებს მათი მეშვეობით გადაადგილება შეეძლებათ. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ ქალაქის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. მისი თქმით, თავდაპირველად ქალაქში 1.000 სკუტერი იქნება, რომლებიც ამერიკულმა კომპანია ბერდმა შემოიტანა აჭარა ჯგუფის დახმარებით, რისთვისაც კალაძემ თემურ უგულავას მადლობა გადაუხადა. ელექტროსკუტერის ჩართვა ეღირება 1 ლარი, 1 წუთი – 35 თეთრი.










