კულინარიული შოუს “მასტერშეფის” მეორე სეზონის მონაწილე მარტა ბარამიძე სერიალის “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობი გახდა. კულინარმა “ფორმულა კრეატივის” სერიალში ჟურნალისტი დეას როლი მოირგო და, როგორც მაყურებელმა აღნიშნა, საკმაოდ კარგადაც. მარტასთვის ეს დებიუტია. მისი პერსონაჟი საკმაოდ გაბედული ჟურნალისტია და მაქსიმესთან ინტერვიუს მოსაპოვებლად მის სახლთან საათობით ლოდინზეც არ ამბობს უარს.
კატეგორია: ვიდეოები
ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის 2 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1985 წელს დაბადებული ხ.ნ. და 1982 წელს დაბადებული ნ.გ. თბილისში დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, „ალფა პვპ“-ს, „ჰეროინის“, „მორფინის“, „მეტადონისა“ და „კოდეინის“ შემცველი ნარკოტიკული […]
ტორნადომ ქობულეთში სანაპიროს მიაღწია – ვიდეო
დოდო გუგეშაშვილის შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის, მკვლელობისთვის დაკავებულია 44 წლის ზ.მ. – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გაიმართა. უწყების განმარტებით, დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2018 წელს თბილისში […]
ლევან ხაბეიშვილი “ოცნების” დეპუტატებმა ცემეს – ვიდეო
ნაციონალური მოძრაობის წევრს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს საკრებულოში თავს დაესხნენ. ინციდენტი სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე მოხდა. მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ. ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება.
ქუთაისში 22 წლის სალომე გაგუა, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა – ვიდეო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მცხოვრები 22 წლის სალომე გაგუა, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსის გართულებით გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, გოგონას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შესაბამისი დახმარება ვერ გაუწიეს და მისი რეფერირება ქუთაისის საავადმყოფოში „უნიქალ მედში“ გახდა საჭირო, თუმცა დახმარება იქაც ვერ აღმოუჩინეს. “თავიდანვე ვირუსზე იყი საუბარი ექიმებმა თვითონ მკითხეს, თქვენთან ვინმე უცხოეთიდან ხომ არ იყო ჩამოსულიო, ჩინურ […]
რუსთავში მამა-შვილი გურამ გოგბაიძე და იაგო გოგბაიძე გარდაცვლილები იპოვეს – ერთი საწოლში იწვა, მეორე – აბაზანაში – ვიდეო
რუსთავში მშენებელთა ქუჩაზე ორი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ბინაში გარდაცvლილი მამა-შვილი 71 წლის გურამ გოგბაიძე და 48 წლის იაგო გოგბაიძეა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით მამაკაცები სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ რის გამოც საცხოვრებელ სახლში მათი ოჯახის წევრები მივიდნენ, თუმცა ბინა ჩაკეტილი დახვდათ, სწორედ ამიტომ ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს. კარის შემტვრევის შემდეგ კი ბინაში მამა-შვილის ცხედარი ნახეს, ერთერთი […]
გიორგი გაბუნია – “სააკაშვილი ვეღარასდროს მოვა ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად” – ვიდეო
თბილისში სავალუტო ჯიხურის თანამშრომლის დაყაჩაღებისთვის ირანის მოქალაქე ჰ.მ. დააკავეს – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 იანვარს, თანამზრახველთან ერთად, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურის […]
სუსმა ნინოწმინდის მაღალჩინოსანი ჰ.ნ. დააკავა – მან 2 მოქალაქეს 30.000 ლარი მოსთხოვა – ვიდეო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ჰ. ნ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჰ. ნ-მ საქართველოს ორ მოქალაქეს ნინოწმინდაში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრით სარგებლობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 30.000 ლარი, […]










