რუსთავში მამა-შვილი გურამ გოგბაიძე და იაგო გოგბაიძე გარდაცვლილები იპოვეს – ერთი საწოლში იწვა, მეორე – აბაზანაში – ვიდეო

რუსთავში მამა-შვილი გურამ გოგბაიძე და იაგო გოგბაიძე გარდაცვლილები იპოვეს - ერთი საწოლში იწვა, მეორე - აბაზანაში - ვიდეორუსთავში მშენებელთა ქუჩაზე ორი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

ბინაში გარდაცvლილი მამა-შვილი 71 წლის გურამ გოგბაიძე და 48 წლის იაგო გოგბაიძეა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით მამაკაცები სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ რის გამოც საცხოვრებელ სახლში მათი ოჯახის წევრები მივიდნენ, თუმცა ბინა ჩაკეტილი დახვდათ, სწორედ ამიტომ ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს. კარის შემტვრევის შემდეგ კი ბინაში მამა-შვილის ცხედარი ნახეს, ერთერთი მათგანი საწოლში იმყოფებოდა, ხოლო მეორე – აბაზანაში.

პირველადი დათვალირებით გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად სახლში CO-ს დაგროვება დასახელდა. “ინფო რუსთავს” გარდაცვლილის მეზობლებმა განუცხადეს რომ, სახლში წყლის გამაცხელებელი მოწყობილობა სავარაუდოდ არასწორად იყო დამონტაჟებული. სააგენტომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა. ერთერთი მამაკაცი “ინფო რუსთავთან” საუბარში აცხადებს რომ მილში, საიდანაც ბუნებრივი აირის ნამწვი გარეთ უნდა გასულიყო, ბალახი და გამხმარი ფოთლები იპოვეს, რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს რომ ჩიტებს თავის დროზე მილში ბუდე ჰქონდათ გაკეთებული. საბოლოოდ კი ბალახმა ბუნებრივი აირის ნამწვი გარეთ ვერ გაატარა და CO უკან, ბინაში დაბრუნდა, რამაც სავარაუდოდ მამაკაცების სიკვდილი გამოიწვია.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.