თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა სანთებელა ისროლა, რომელიც საქმის პროკურორ დავით მეფარიძეს თავში მოხვდა. ამ წუთებში დარბაზში ექიმია მიყვანილი. ამასთან, ერთ-ერთ ბრალდებულ ზაზა ბაქრაძეს, რომელიც სასამართლომ სხვა პირების მსგავსად დამნაშავედ ცნო, თუმცა მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება, დაკავებულების ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ. […]
კატეგორია: ვიდეოები
დავით კირკიტაძე დააკავეს – ვიდეო
კახეთში, გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე დააკავეს. კირკიტაძესთან ერთად იმყოფებოდა პარტიის კიდევ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიამ. როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ კირკიტაძის დაკავების ფაქტს აღწერენ, ოპოზიციის ლიდერები გურჯაანში, გუშინდელი აქციის დაზარალებულის სანახავად წავიდნენ. მათი განცხადებით, მათ დაყვებოდათ სუს-ის მანქანა, რომელში მსხდომებმა თავდაპირველად უარყვეს, რომ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები იყვნენ, თუმცა შემდეგ ამ მანქანიდან […]
ნიკა გვარამია – “ქვემეხი ჩამოუვარდათ და კინაღამ ხალხი იმსხვერპლეს” – ვიდეო
ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: “ქვემეხი ჩამოუვარდათ და კინაღამ ხალხი იმსხვერპლეს.” მან ვიდეოც დადო, რომლიდანაც ირკვევა, რომ სამხედროებს ქვემეხი ჩამოუვარდათ და ის მიკროავტობუსს დაეცა, რომელიც ძალიან დაიმტვრა. ასევე ირკვევა, რომ მიკროავტობუსში არავინ დაზარალდა. https://www.facebook.com/nika.gvaramia.129/videos/1141631922671799/
სალომე ზურაბიშვილი ნიკოლა სარკოზის შეხვდა – ვიდეო
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. სარკოზი საქართველოში მეხუთე პრეზიენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩამოვიდა. სალომე ზურაბიშვილისა და ნიკოლა სარკოზის შეხვედრის ფოტო და ვიდეომასალა პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციასა და ბიბლიაზე ფიცი უკვე დადო. ეს კი ნიშნავს, რომ ის უკვე შეუდგა პრეზიდენტის უფლებამოსილებას და ამ რანგში სიტყვაც წარმოთქვა. პრეზიდენტის ფიცის დადების […]
„ყველაფერზე უნდა წავიდეთ“ – როგორ ყრიან საარჩევნო კომისიის წევრები ბიულეტენებს ყუთში – ვიდეო
ვიდეომასალა, რომელიც ამტკიცებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა – კადრებში ჩანს, რომ საარჩევნო ურნებში ბიულეტენები ჩაყარეს. საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული კამერები კომისიის წევრების ნაწილს გამორთული ეგონა, რადგან კამერის უკან არავინ იდგა, თუმცა, ის მუდმივად ჩართული იყო და ყველაფერს უწყვეტ რეჟიმში იწერდა. დმანისის 44-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები, რომლებიც ხალხის რეგისტრაციას ახდენდნენ, სიებში ამომრჩევლის ნაცვლად აწერდნენ […]
სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის პანთეონში საიდუმლოდ მივიდა – ვიდეო
სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის პანთეონში საიდუმლოდ მივიდა. საქართველოს პრეზიდენტების ინაუგურაციის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა. სალომე ზურაბიშვილმა, ღონისძიებების პირველი ეტაპი ჟურნალისტებისგან მალულად დაიწყო. ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილი გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, იმყოფებოდა, მაგრამ ისე, რომ ამის შესახებ არავინ იცოდა. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს ფიცის დადებამდე გმირთა მოედანზე მისვლა სურდა, ორი დღის […]
კანონიერი ქურდი კახა ფარფალია დააკავეს – ვიდეო
ინტერნეტში გავლენიანი ქართველი “კანონიერი ქურდის”, კახა ფარფალიას დაკავების კადრები ვრცელდება, რომლის დროსაც ის სავარაუდოდ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფება და სამართალდამცავებს საკუთარ ვინაობას არ, ან ვერ უსახელებს. შეგახსენებთ, რომ ფარფალია მოსკოვის კრიმინალური პოლიციისა და ფსბ-ს მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერაციის დროს 8 დეკემბერს დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულს ჩხრეკისას კოკაინი და უკანონო იარაღი აღმოაჩნდა. 43 წლის კახა […]
თურქეთში მატარებელი რელსებიდან გადავიდა – 4 ადამიანი დაიღუპა, 43 დაშავდა – ვიდეო
თურქეთში ანკარა-კონიას მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავიდა. სულ მცირე ორი ვაგონი გადატრიალდა და სადგურთან ესტაკადას შეეჯახა. ანკარას პროვინციის გუბერნატორის ვასიფ შაჰინის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა. ადგილზე სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.
ნათია ფანჯიკიძე ქართველ დეპუტატებზე – “ხომ შეიძლება, რომ რაღაც მაინც აკეთოთ გულით და ხარისხიანად?” – ვიდეო
ნათია ფანჯიკიძე საქართველოს პარლამენტში ატეხილ ცემა-ტყეპას ფეისბუქში უგანდის პარლამენტში მომხდარი ჩხუბის ვიდეოთი და შემდეგი ტექსტით გამოეხმაურა: “ან რა სხეულები აქვთ, ან რა ლამაზად აცვიათ, ან როგორ ელეგანტურად მოძრაობენ…. თუნდაც მხოლოდ კომენტატორის კლასს დააკვირდით… ყველაფერს სჭირდება ეშხი და ესთეტიკა. მიბაძეთ რა, ცოტა მეტი იმუშავეთ თქვენს თავზე, ხომ შეიძლება არა, რომ რაღაც მაინც აკეთოთ გულით და ხარისხიანად?” […]
ზაზა პაპუაშვილი ნიკა მელიაზე – „მაგ ქალაჩუნამ ის ქაღალდი დაახვიოს და ერთ ადგილას გაირჭოს“ – ვიდეო
გადაცემა ,,პოლიტმეტრში“, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემაში, დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა დღევანდელ ინციდენტზე ისაუბრა და ნიკა მელიას ეთერიდან მიმართა: ”ჩემი თავმოყვარეობიდან ვსაუბრობ, ერთმა სალახანა, ქალაჩუნა დეპუტატმა დაწერა, ნარკოტიკში ჩახრჩობილი დეპუტატიო. სანამ მაგ ნარკოტიკში თვითონ ჩავახრჩვე, აზრზე მოვიდეს. შე ლაწირაკო შე უზრდელო ხეპრევ, შე ქალაჩუნავ, მაგას როგორ ბედავ! აი, ახლა შემოწმებას გავივლი და ის საბუთი, სადაც ეგ ეწერება, დაახვიოს […]










