თურქეთში მატარებელი რელსებიდან გადავიდა – 4 ადამიანი დაიღუპა, 43 დაშავდა – ვიდეო

თურქეთში მატარებელი რელსებიდან გადავიდა - 4 ადამიანი დაიღუპა, 43 დაშავდა - ვიდეოთურქეთში ანკარა-კონიას მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავიდა. სულ მცირე ორი ვაგონი გადატრიალდა და სადგურთან ესტაკადას შეეჯახა.

ანკარას პროვინციის გუბერნატორის ვასიფ შაჰინის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.