კატეგორია: ვიდეოები

თამო ვაშალომიძე – “სექსში ძალიან მაგარი ვარ” – ვიდეო

თამო ვაშალომიძე - "სექსში ძალიან მაგარი ვარ" - ვიდეო

თამო ვაშალომიძემ ტოქ შოუ პროფილში მაია ასათიანთან ისაუბრა. დიალოგი, ცხადია, სექსის თემას ვერ ასცდა. “მე არ ვცდილობ, რომ მამაკაცი სექსით შევაბა. არ მინდა ძალიან თამამი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ მე ვთვლი, რომ სექსში ძალიან მაგარი ვარ, – უთხრა თამო ვაშალომიძემ მაია ასათიანს. https://www.facebook.com/talkshowprofili/videos/2223788337902261/

თორნიკე ოქრიაშვილმა სევილიას სუპერგოლი გაუტანა – ვიდეო

თორნიკე ოქრიაშვილმა სევილიას სუპერგოლი გაუტანა - ვიდეო

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპა ლიგის მატჩი კრასნოდარსა და სევილიას შორის. ანგარიში პირველ ტაიმში სევილიამ გახსნა. გოლი ნოლიტომ გაიტანა. მეორე ტაიმში კრასნოდარის ლეგიონერებმა გამოიჩინეს თავი. ჯერ მაურისიო პერეირამ გაათანაბრა ანგარიში, მატჩის ბოლოს კი შეცვლაზე რამდენიმე წუთის წინ შესულმა თორნიკე ოქრიაშვილმა მაკრატელა დარტყმით სუპერგოლი გაუტანა სტუმრებს და კრასნოდარს 2:1 მოაგებინა.

ვანო მერაბიშვილი ისევ ციხეში დააბრუნეს – ვიდეო

ვანო მერაბიშვილი ისევ ციხეში დააბრუნეს - ვიდეო

ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიადან” ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გუშინ, „მედიქლაბ ჯორჯიაში” ექიმების კონსილიუმი შეიკრიბა. როგორც ვანო მერაბიშვილის მკურნალმა ექიმმა, თერაპევტმა ელენე ხურციძემ გუშინ განაცხადა, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ არსებობს საფუძველი, რის გამოც ის “მედიქლაბ ჯორჯიაში” შეიძლება დატოვონ. ინტერპრესნიუსი https://www.facebook.com/tvpirveli/videos/303388566921142/

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-17 ჩოგანი დაამარცხა – ვიდეო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-17 ჩოგანი დაამარცხა - ვიდეო

ჩინეთის პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-17 ჩოგანი, ჯეკ სოკი 3 სეტში 6:7(6), 7:5, 6:2 დაამარცხა. მატჩი 2 საათი და 35 წუთი გაგრძელდა. ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე 34 წლის ესპანელი, ფერნანდო ვერდასკო იქნება. ნიუპოსტი https://www.facebook.com/NikolozBasilash/videos/467636307059703/

ესპანეთში ეიბარისა და სევილიას მატჩის დროს ტრიბუნა ჩაინგრა – ვიდეო

ესპანეთში ეიბარისა და სევილიას მატჩის დროს ტრიბუნა ჩაინგრა - ვიდეო

გუშინ, 29 სექტემბერს, ესპანეთის ლა ლიგას მორიგ ტურში, „ეიბარისა“ და „სევილიას“ მატჩის დროს ტრიბუნა ჩაინგრა. საბედნიეროდ სერიოზულად არავინ დაშავებულა. მატჩი ჩვეულებრივად გაგრძელდა და სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

რუსთავში 2 ბაიკერი დაჭრეს – ვიდეო

რუსთავში 2 ბაიკერი დაჭრეს - ვიდეო

რუსთავში, ავტობაზრობის ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, ორი მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილები ბაიკერები არიან. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ერთს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი მსუბუქი დაზიანება კისრის არეში აქვს მიყენებული, მეორეს კი მხარზე. “შემოიყვანეს ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ორივეს აღენიშნება ნაკვეთ-ნაჩხვრეტი ჭრილობა ერთს მხარის ხოლო მეორეს კისრის არეში, დამუშავდა ჭრილობები, ერთი პაციენტი მხარის ჭრილობით გადაყვანილია […]

ტვინის კიბოთი დაავადებული 2 წლის ბავშვისთვის მთელმა ცინცინატიმ შობა წინასწარ აღნიშნა – ვიდეო

ტვინის კიბოთი დაავადებული 2 წლის ბავშვისთვის მთელმა ცინცინატიმ შობა წინასწარ აღნიშნა - ვიდეო

აშშ-ში, შტატ ოჰაიოს ქალაქ ცინცინატიში შობა-ახალი წელი სტანდარტულზე რამდენიმე თვით ადრე დადგა. 24 სექტემბერს შობა-ახალი წელი 2 წლის ბროდი ალენისთვის “მოიყვანეს”, რომელსაც ექიმება ტვინის იშვიათი სახეობის კიბო დაუდგინეს. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს. ათასობით ადამიანმა ორი წლის ბიჭისთვის სახლები გირლიანდებით მორთო, ქალაქში სანტა-კლაუსი და ელფებიც გამოჩნდნენ. გასულ თვეს ბროდი ალენის მშობლებმა შეიტყვეს, რომ მათ შვილს 2 […]

მე-10 სართულიდან 7 წლის ბავშვი გადმოვარდა – როგორ გადაარჩინა ის მეზობელმა – ვიდეო

მე-10 სართულიდან 7 წლის ბავშვი გადმოვარდა - როგორ გადაარჩინა ის მეზობელმა - ვიდეო

ასტანაში მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-10 სართულიდან 7 წლის ბავშვი გადმოვარდა. მოზარდი ქვედა სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა გადაარჩინა. 28 წლის არტემ კარაევმა, ბავშვის ყვირილის ხმა გაიგო და აივანზე გაიხედა, ამ  დროს ფანჯრის რაფაზე გადმოკიდებული ბავშვი ჩამოვარდა. ახალგაზრდამ ბავშვის დაჭრა მოახერხა. ნიუპოსტი

ფონიჭალაში ნისანმა 50 წლის კაცი გაიტანა და მოკლა – ნისანში გოგონები ისხდნენ – ვიდეო

ფონიჭალაში ნისანმა 50 წლის კაცი გაიტანა და მოკლა - ნისანში გოგონები ისხდნენ - ვიდეო

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე. ქვემო ფონიჭალაში “ნისანი”-ს მარკის ავტომობილი, გზაზე ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. შემთხვევის შედეგად 50 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცალა. ავარიის გამო საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდული იყო. როგორც თვითმხილველი ამბობს, ნისანში, რომელიც მამაკაცს დაეჯახა, გოგონები ისხდნენ. ინფორუსთავი

ნიკოლოზ სააკაშვილმა თმები მწვანედ შეიღება – ვიდეო

ნიკოლოზ სააკაშვილმა თმები მწვანედ შეიღება - ვიდეო

მიხეილ სააკაშვილის უმცროსმა ვაჟიშვილმა ნიკოლოზმა თმები მწვანედ შეიღება. ამაზე სააკაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “it is hard having a teen-ager son.” ანუ “რთულია თინეიჯერი ბიჭის ყოლა.” ნიუპოსტი