თორნიკე ოქრიაშვილმა სევილიას სუპერგოლი გაუტანა – ვიდეო

თორნიკე ოქრიაშვილმა სევილიას სუპერგოლი გაუტანა - ვიდეორამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპა ლიგის მატჩი კრასნოდარსა და სევილიას შორის.

ანგარიში პირველ ტაიმში სევილიამ გახსნა. გოლი ნოლიტომ გაიტანა.

მეორე ტაიმში კრასნოდარის ლეგიონერებმა გამოიჩინეს თავი. ჯერ მაურისიო პერეირამ გაათანაბრა ანგარიში, მატჩის ბოლოს კი შეცვლაზე რამდენიმე წუთის წინ შესულმა თორნიკე ოქრიაშვილმა მაკრატელა დარტყმით სუპერგოლი გაუტანა სტუმრებს და კრასნოდარს 2:1 მოაგებინა.