ჭდე: არჩევნები

თეა წულუკიანი – “ჩვენ ყველა უბანზე დამაჯერებლად ვიმარჯვებთ”

თეა წულუკიანი - "ჩვენ ყველა უბანზე დამაჯერებლად ვიმარჯვებთ"

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის განცხადებით, “დესტრუქციული ოპოზიციური ძალები” წინასწარ შემუშავებული სცენარით პროვოკაციებს აწყობენ, თუმცა სახელმწიფო უწყებები ამ სცენარის განხორციელებას არ დაუშვებენ. მან საერთაშორისო დამკვირვებლებს მოუწოდა, დაგმონ ოპოზიციის მცდელობები ზეწოლა მოახდინონ ამომრჩეველზე. “ოპოზიციურმა ძალებმა უკვე განახორციელეს მცდელობები იმისა, რომ ჩართონ ის სცენარი, რომელიც აქვთ გამზადებული, მაგრამ ამ სცენარს აღსრულება არ უწერია. კერძოდ, ვხედავთ, ფეიკტელევიზიებით, ვითომ ტელევიზიებით […]

ცესკო – “12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 19.41%”

ცესკო - "12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 19.41%"

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 19.41%, რაც რაოდენობრივად არის 681 583 ამომრჩეველი. ცესკოს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, რომელიც მოიცავს რაჭა-ლეჩხუმს და სვანეთს – 28, 3% ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ისევ აჭარის რეგიონში – 17,9%. ცნობისთვის, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა დილის 12 საათისთვის 19,81% იყო, […]

ირაკლი კობახიძე – “მილიონზე მეტ ხმას მივიღებთ ამ არჩევნებში”

ირაკლი კობახიძე - "მილიონზე მეტ ხმას მივიღებთ ამ არჩევნებში"

ჩვენ ვვარაუდობთ მილიონზე მეტი ხმის მობილიზებას ამ არჩევნებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყოველ ერთ საათში შედის „ქართული ოცნების“ შტაბში მონაცემები მათი მხარდაჭერის თაობაზე. „ჩვენ გვაქვს წინასწარი მონაცემები, ყოველ საათში ერთხელ ჩვენ შემოგვდის მონაცემები ჩვენი მხარდაჭერის თაობაზე და ეს მონაცემები, რაც გვაქვს ამ […]

ბუბა კიკაბიძეს უბანი აერია – “უნდა მოვიგოთ”

ბუბა კიკაბიძეს უბანი აერია - "უნდა მოვიგოთ"

ნაციონალური მოძრაობის სიის პირველმა ნომერმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. „ხმა მივეცი კარგ, ნორმალურ ცხოვრებას. მოლოდინი მაქვს, რომ უნდა მოვიგოთ“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ. აღსანიშნავია, რომ ბუბა კიკაბიძე თავდაპირველად შეცდომით სხვა საარჩევნო უბანზე მივიდა, თუმცა მას განუმარტეს, რომ აღნიშნულ უბანზე არ იყო რეგისტრირებული. საბოლოოდ კიკაბიძემ საკუთარი არჩევანი თბილისის 71-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

გახარია ოპოზიციას – “შეეგუეთ, რომ არჩევნებს დამაჯერებლად მოგიგებთ!”

გახარია - "ოცნების" სიის პირველი ნომერი ვიქნები თუ ბოლო, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს"

უნდა შეეგუოთ იმას, რომ ამ არჩევნებში დამარცხებულები ხართ, თან დამაჯერებლად იმარჯვებს „ქართული ოცნება“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციის მისამართით განაცხადა. მან ოპოზიციას ურჩია, 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში მარცხს საკუთარი მომავალი არ გადააყოლონ. „მესმის მეგობრებო, რომ 3-4 დღეში არჩევნები იქნება. უნდა შეეგუოთ იმას, რომ ამ არჩევნებში დამარცხებულები ხართ, თან დამაჯერებლად იმარჯვებს „ქართული ოცნება“. შესაბამისად, ამ არჩევნებში დამარცხებას არ გადააყოლოთ […]

ელისაშვილი – “არჩევნები 30 და 31 ოქტომბერს ჩავატაროთ”

ალეკო ელისაშვილი - „ეკა ბესელიასაც კი არ უნდა ებრძოდე ფარული ჩანაწერებით - ეს არის ამაზრზენი”

ხელისუფლებას და მთელს საზოგადოებას ასეთ გამოსავალს ვთავაზობთ – ნაცვლად 31 ოქტომბერს, შაბათს ერთდღიანი არჩევნებისა, არჩევნები ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, პარასკევს, 30 ოქტომბერს და შაბათს, 31 ოქტომბერს ჩავატაროთ, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა კორონაპანდემიასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სამართლებრივად ეს შეთავაზება რთული და თითქმის შეუძლებელია, რადგან კონსტიტუციურ ვადებში პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნა […]

ივანიშვილი “ქართულ ოცნებას” – “არჩევნებს ვიგებთ, პროვოკაციებს ნუ ავყვებით”

6 მსახიობი, რომლებმაც ივანიშვილის “მოწყალებაზე“ უარი თქვეს 

“ქართული ოცნება” დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განხადებაშია ნათქვამი. როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს და მის შედეგებში ეჭვის შეტანა ვერავინ […]

ემიგრანტები სამშობლოსთვის – ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს არჩევნებში ხმის მიცემა უნდა შეძლონ

როგორ შეიძლება იქცეს 31%-იანი მხარდაჭერა 60%-ად?

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან კამპანიას – „ემიგრანტები სამშობლოსთვის“ იწყებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, კამპანიის ფარგლებში, პარტია, ემიგრანტებს გააცნობს იმ ინსტრუქციებს, რომლის მიხედვითაც საკონსულო აღრიცხვაზე შეძლებენ დადგომას და არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებას მოიპოვებენ. ასევე, კამპანიის ფარგლებში პარტია ემიგრანტებს წარუდგენს იმ პირებს, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში მათ პირადად გაუწევენ კონსულტაციებს. „დღევანდელი დღიდან ჩვენ ვიწყებთ […]

ჯერ ხელი დაიბანე და ხმა შემდეგ მიეცი – საფრანგეთში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს

ჯერ ხელი დაიბანე და ხმა შემდეგ მიეცი - საფრანგეთში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს

კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, საფრანგეთის მთელს ტერიტორიაზე ადგილობრივი ორგანოების არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებზე განსაკუთრებული სანიტარული უსაფრთხოების ზომებია მიღებული: ამომრჩეველმა ხმის მიცემის წინ ხელი უნდა დაიბანოს, უბანზე მათ მადეზინფიცირებელი გელი ხვდებათ, იატაკზე სპეციალური ნიშნულებია მოთავსებული, რათა ამომრჩეველი ერთმანეთს 1 მეტრზე ახლოს არ მიუახლოვდეს. ხელისუფლებამ ამომრჩეველს მოუწოდა არჩევნებზე საკუთარი პასტებით მოსულიყვნენ. ამასთან, რეგისტრაციის გავლის დროს მოქალაქეებმა დამცავი ნიღბები […]

ოპოზიციამ ხელისუფლებას არჩევნების ახალი მოდელი შესთავაზა

როგორ შეიძლება იქცეს 31%-იანი მხარდაჭერა 60%-ად?

ოპოზიციამ ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნების ახალი მოდელი შესთავაზა. ამ მოდელის თანახმად, პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისგან. ამასთან, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პარტიებსა და ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ ამომრჩეველთა ხმების 3%-ს მაინც. პროექტით, მაჟორიტარული სისტემით არჩევნები იმართება მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში, რომლებშიც მანდატების რაოდენობა […]