გახარია ოპოზიციას – “შეეგუეთ, რომ არჩევნებს დამაჯერებლად მოგიგებთ!”

გახარია ოპოზიციას - "შეეგუეთ, რომ არჩევნებს დამაჯერებლად მოგიგებთ!"უნდა შეეგუოთ იმას, რომ ამ არჩევნებში დამარცხებულები ხართ, თან დამაჯერებლად იმარჯვებს „ქართული ოცნება“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

მან ოპოზიციას ურჩია, 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში მარცხს საკუთარი მომავალი არ გადააყოლონ.

„მესმის მეგობრებო, რომ 3-4 დღეში არჩევნები იქნება. უნდა შეეგუოთ იმას, რომ ამ არჩევნებში დამარცხებულები ხართ, თან დამაჯერებლად იმარჯვებს „ქართული ოცნება“. შესაბამისად, ამ არჩევნებში დამარცხებას არ გადააყოლოთ თქვენი მომავალი, რადგან იცოდეთ, რომ მოსახლეობა ყველაფერს ხედავს. საბოლოოდ, შეფასება უკიდურესად მკაცრი იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ“,-განაცხადა გახარიამ.

იპნ