ჭდე: ავტობუსი

კალაძე – “ავტობუსებში კონდიცირება არ იქნება, სამაგიეროდ, ფანჯრებს გავაღებთ”

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას პირბადის ტარება აუცილებელი იქნება. მისივე თქმით, ამ პროცესს მერია ზედამხედველობასა და კონტროლს გაუწევს. „მინდა საზოგადოებამ იცოდეს, როგორც მეტროში, ასევე ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ. ჩვენ ამას გავუწევთ ზედამხედველობას და კონტროლს. მინდა დავავალო ვიცე მერს, ირაკლი ხმალაძეს და […]

რუსთავს და თბილისს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს

რუსთავს და თბილისს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს

თბილისი-რუსთავის და რუსთავი-თბილისის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებებით ყოველდღიურათ 30.000 ადამიანი გადაადგილდება დღის განმავლობაში და აუცილებელია, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა ამ ადამიანების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უზრუნველყოს. „თბილისიდან რუსთავის მიმართულებით და რუსთავიდან თბილისის მიმართულებით 30.000 ადამიანი გადაადგილდება დღის განმავალობაში. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია […]

სტამბოლიდან საქართველოში მომავალი ავტობუსი სტამბოლში დააბრუნეს

სტამბოლიდან საქართველოში მომავალი ავტობუსი სტამბოლში დააბრუნეს

სტამბოლიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი ავტობუსი, რომელშიც საქართველოს 54 მოქალაქე იმყოფება, თურქი სამართალდამცავების გადაწყვეტილებით, უკან, სტამბოლში დააბრუნეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მიზეზი დოკუმენტის არქონა გახდა, რის გამოც, ავტობუსს პოლიციამ გადაადგილების უფლება არ მისცა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ერთ-ერთმა მგზავრმა აღნიშნა, პოლიციამ მძღოლებისგან გადაადგილების ნებართვის დოკუმენტი ითხოვა, რომელიც მძღოლებს არ ჰქონდათ. „დაახლოებით, 2 საათის წინ გამოვედით სტამბოლიდან. გაგვაჩერა პოლიციამ და გვითხრეს, […]

სადგურის მოედანზე ავტობუსს ჯერ ცეცხლი წაეკიდა, შემდეგ კი აფეთქდა

სადგურის მოედანზე ავტობუსს ჯერ ცეცხლი წაეკიდა, შემდეგ კი აფეთქდა

სადგურის მოედანზე ე.წ. ყვითელი ავტობუსი დაიწვა. როგორც თვითმხილველმა “კურიერს” განუცხადა, ავტობუსს ჯერ ცეცხლი წაეკიდა, შემდეგ კი აფეთქდა. კიდევ ერთი თვითმხილველი კი ამბობს, რომ ცეცხლი სატრანსპორტო საშუალების ძრავს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტობუსში მგზავრები არ იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის […]

იტალიაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად საქართველოს 2 მოქალაქე ჰოსპიტალში მოხვდა

იტალიაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად საქართველოს 2 მოქალაქე ჰოსპიტალში მოხვდა

იტალიაში ტურისტულ ავტობუსში მყოფი საქართველოს 8 მოქალაქიდან, დაზიანება არც ერთს არ მიუღია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა. იტალიურმა მხარემ დაადასტურა, რომ ტურისტულ ავტობუსში, რომელიც მოძრაობდა სიენადან ფლორენციის მიმართულებით, იმყოფებოდა საქართველოს 8 მოქალაქე. არც ერთ მათგანს დაზიანება არ მიუღია, მხოლოდ ორია ჰოსპიტალიზებული. როგორც ექიმები აცხადებენ, ჰოსპიტალიზაციის მიზანი იყო, რომ მათ მოხსნოდათ […]

იტალიაში გადაბრუნდა ავტობუსი, რომელშიც ქართველი ტურისტებიც ისხდნენ

იტალიაში გადაბრუნდა ავტობუსი, რომელშიც ქართველი ტურისტებიც ისხდნენ

იტალიაში ტურისტული ავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, ავარიაში მოჰყვა. შემთხვევა ქალაქ სიენას მახლობლად მოხდა. ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. დაიღუპა 40 წლის ქალი. ის, სავარაუდოდ გიდი იყო, 30-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა, 4 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ავარიის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად წვიმის შემდეგ სველი ასფალტი სახელდება. ავტობუსში სულ 50 ტურისტი იმყოფებოდა. საქართველოს გარდა მგზავრები რუსეთის, […]

რიკოთზე ანტალია-თბილისის სამგზავრო ავტობუსი დაიწვა

რიკოთზე ანტალია-თბილისის სამგზავრო ავტობუსი დაიწვა

რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ავტობუსში თურქი მძღოლის ჩათვლით 5 კაცი იმყოფებოდა. თურქული სანომრე ნიშნებით ავტობუსი ანტალიიდან თბილისის მიმართულებით მოდიოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრე-მაშველების მიერ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი […]

ბათუმთან სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმთან სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმთან სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ნიუპოსტი

“მუხრუჭი ჩავარდა, აღარ დაიჭირა, დაქანდა ქვემოთ” – წყნეთში ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა – დაშავდა 7 ადამიანი

"მუხრუჭი ჩავარდა, აღარ დაიჭირა, დაქანდა ქვემოთ" - წყნეთში ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა - დაშავდა 7 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა წყნეთში – მუნიციპალური ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 7 ადამიანი. ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ავტობუსის მძღოლი ამბობს, რომ მანქანა მუხრუჭის დაზიანების გამო დაგორდა. „გავაჩერე, ჩამომსვლელები ჩამოვიდნენ. ამასობაში მუხრუჭი ჩავარდა, აღარ დაიჭირა, დაქანდა ქვემოთ, სიჩქარეში ვეღარ ჩავაგდე. ვიმარჯვე და იქ ხეებმა დაიჭირა. იყო შემოწმებული, მაგრამ ადამიანს […]

თამარ მეფის გამზირზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

თამარ მეფის გამზირზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

თამარ მეფის გამზირზე მუნიციპალურ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევამ პანიკა გამოიწვია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2-ს“ განუცხადეს, რომ ცეცხლი გაყვანილობას გაუჩნდა, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. ადგილზე მეხანძრეები იყვნენ მობილიზებულები. შსს-ის ცნობით, მომხდარზე პრეტენზია არავის გამოუთქვამს და უწყებას გამოძიება არ დაუწყია.