რიკოთზე ანტალია-თბილისის სამგზავრო ავტობუსი დაიწვა

რიკოთზე ანტალია-თბილისის სამგზავრო ავტობუსი დაიწვარიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ავტობუსში თურქი მძღოლის ჩათვლით 5 კაცი იმყოფებოდა. თურქული სანომრე ნიშნებით ავტობუსი ანტალიიდან თბილისის მიმართულებით მოდიოდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრე-მაშველების მიერ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.