ჭდე: ბავშვი

პეკინის ქუჩაზე ქალმა ბავშვი დანით დაჭრა

პეკინის ქუჩაზე ქალმა ბავშვი დანით დაჭრა

თვითმხილველების ინფორმაციით, პეკინის გამზირზე, სავარაუდოდ, უცნობმა ქალმა ცივი იარაღით მცირეწლოვანი ბავშვი დაჭრა. როგორც „ინტერპრესნიუსს” თვითმხილველმა განუცხადა, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად ტროტუარზე მოდიოდა, როდესაც მათ წინ შემოეგებათ უცნობი ქალი, მიუახლოვდა ბავშვს და სახის არეში ცივი იარაღით დაჭრა. თვითმხილველის ინფორმაციითვე, ამის შემდეგ ქალი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. მისივე განმარტებით, მას პოლიცია დაედევნა. რაც შეეხება მცირეწლოვანს, ის სასწრაფო დახმარების […]

ბავშვთა პენიტენციურ დაწესებულებაში 1 მსჯავრდებული დაჭრეს

ბავშვთა პენიტენციურ დაწესებულებაში 1 მსჯავრდებული დაჭრეს

ბავშვთა პენიტენციურ დაწესებულებაში ერთი მსჯავრდებული დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მდგომარეობა სტაბილურია. ის უკვე მოინახულეს ოჯახის წევრებმა. ყბის მოტეხილობის გამო, ამ ეტაპზე ექიმები ქირურგიულ ოპერაციას გეგმავენ. ​ მომხდარზე გამოძიება გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო, ხოლო იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ნიუპოსტი

უფლისციხეში 7 წლის ბიჭი სიმაღლიდან გადავარდა – ბავშვი კლინიკიდან უკვე გაწერეს

უფლისციხეში 7 წლის ბიჭი სიმაღლიდან გადავარდა - ბავშვი კლინიკიდან უკვე გაწერეს

უფლისციხეში ექსკურსიის დროს პირველკლასელი დაშავდა. 7 წლის ბიჭი ძეგლ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სიმაღლიდან გადმოვარდა. დაცემისას მოზარდმა სხეულის დაზიანებები მიიღო. დაშავებული კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. „კლინიკაში შემოყვანისას ბავშვს აღენიშნებოდა წვივის ძვლის მოტეხილობა და სახის არეში ესკორაციები. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, წვივის მოტეხილობის გამო, კიდურზე თაბაშირის ნახვევი დაედო და დაუმუშავდა სახის არეში არსებული ესკორაციები. პაციენტი გაეწერა კლინიკიდან და გააგრძელებს ამბულატორიულ მკურნალობას“, – […]

გორში ორ წლამდე ბავშვი გარდაიცვალა

ქარელში 2 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

ცოტა ხნის წინ კლინიკა „იავნანაში“ 2 წამდე ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გარდაცვლილი შეიყვანა. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტი ამ წუთებში ცდილობს გარკვიოს, რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. კლინიკაში იმყოფებიან ბავშვის ოჯახის წევრები და პოლიცია

თბილისის გასართობ ცენტრში ატრაქციონის თოკი გაწყდა და 8 წლის ბავშვი სიმაღლიდან ჩამოვარდა

თბილისის გასართობ ცენტრში ატრაქციონის თოკი გაწყდა და 8 წლის ბავშვი სიმაღლიდან ჩამოვარდა

ერთ-ერთ ბავშვთა გასართობ ცენტრში  სიმაღლიდან დაშვებისას 8 წლის ბიჭი დაშავდა. როგორც აღმოჩნდა, თოკი სამაგრიდან ამოვარდა და ბავშვი 2-3 მეტრის სიმაღლიდან ხერხემლით დაეცა მეტლახის იატაკზე. “ბოიარდის ტიპის აქტივობა იყო. თოკი გაწყდა და ბავშვი ზურგით დავარდა” – ამბობს ბიჭის დედა. ცენტრში კი აცხადებენ, რომ ეს აქტივობა მშობლის მოთხოვნით დაგეგმეს. “ეს პროგრამა პირველად გავიდა, იყო მშობლის მოთხოვნით. თოკი […]

ქარელში 2 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

ქარელში 2 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

2 წლამდე ბავშვი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს ქარელის რაიონში. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, ფაქტი სოფელ ბრეთში, დღეს მოხდა. ადგილზე პოლიცია მუშაობს. როგორც „ნიუპოსტს“ შსს რესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 116 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისმოვს. აღნიშნული მუხლი თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ყოველდღიური მოხმარების ქიმიკატები ბავშვის მეტყველების უნარზე მოქმედებს

ყოველდღიური მოხმარების ქიმიკატები ბავშვის მეტყველების უნარზე მოქმედებს

დედები, რომლებსაც ადრეული ორსულობის დროს შეხება აქვთ ფტალატებთან, მომავალ შვილებს შესაძლოა მეტყველების განვითარების პრობლემას უქმნიდნენ. ამის შესახებ “ამერიკის ხმა” წერს. ფტალატები ქიმიური ნივთიერებების ჯგუფია, რომელიც ხშირად გამოიყენება ყოველდღიურ, პირადი მოხმარების კოსმეტიკურ საშუალებებში, ბავშვის სათამაშოებსა და ბევრ სხვა პროდუქტში. ის გვხვდება ფრჩხილის და თმის ლაქში, თმის საღებავებში, საპნებში, შამპუნებში. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ფტალატები […]

ახმეტელის მეტროში ბავშვს ესკალატორში ხელი მოჰყვა

ახმეტელის მეტროში ბავშვს ესკალატორში ხელი მოჰყვა

ახმეტელის მეტროსადგურში ბავშვს ესკალატორში ხელი მოჰყვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა აცნობა, ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავები, ასევე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ბავშვს ხელი ესკალატორის სახელურში მოჰყვა და სერიოზული დაზიანება არ აქვს. მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში ახმეტელის მეტროსადგურში სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ელოდებიან.

ზუგდიდში 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა

ზუგდიდში 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა

ზუგდიდში 12 წლის დ.კ. გარდაიცვალა. როგორც „ნიუპოსტის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, მოზარდი საფეხბურთო მოედანზე თამაშობდა, რა დროსაც მან გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, სამედიცინო პერსონალის განცხადებით ბავშვს შეყვანის მომენტში გული გაჩერებული ჰქონდა. დაახლოებით ორსაათიანი ბრძოლის მიუხედავად, ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს. მოზარდის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

კაცმა 2 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან გადავარდნისგან გადაარჩინა – ვიდეო

კაცმა 2 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან გადავარდნისგან გადაარჩინა - ვიდეო

ჩინეთში კაცმა 2 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან გადავარდნისგან გადაარჩინა. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს. შემთხვევა ქალაქ ხუაიხუაში მოხდა. გამვლელმა შენიშნა ბავშვი, რომელიც გისოსებში გაძვრა და ფანჯრიდან გადაეკიდა. კადრებში ჩანს კაცი, რომელმაც მე-5 სართულზე ასვლა მოახერხა და ბავშვი გადავარდნისგან იხსნა. მსგავსი შემთხვევა 28 მაისს პარიზშიც მოხდა, როცა მალელმა მიგრანტმა ბავშვი მე-4 სართულიდან გადავარდნისგან იხსნა. იმედინიუსი