თბილისის გასართობ ცენტრში ატრაქციონის თოკი გაწყდა და 8 წლის ბავშვი სიმაღლიდან ჩამოვარდა

თბილისის გასართობ ცენტრში ატრაქციონის თოკი გაწყდა და 8 წლის ბავშვი სიმაღლიდან ჩამოვარდაერთ-ერთ ბავშვთა გასართობ ცენტრში  სიმაღლიდან დაშვებისას 8 წლის ბიჭი დაშავდა. როგორც აღმოჩნდა, თოკი სამაგრიდან ამოვარდა და ბავშვი 2-3 მეტრის სიმაღლიდან ხერხემლით დაეცა მეტლახის იატაკზე.
“ბოიარდის ტიპის აქტივობა იყო. თოკი გაწყდა და ბავშვი ზურგით დავარდა” – ამბობს ბიჭის დედა.
ცენტრში კი აცხადებენ, რომ ეს აქტივობა მშობლის მოთხოვნით დაგეგმეს.
“ეს პროგრამა პირველად გავიდა, იყო მშობლის მოთხოვნით. თოკი მე არ გამიჭიმია, მაგრამ მე შევამოწმე, თავად ვისრიალე” – აცხადებს გასართობი ცენტრის დირექტორი ნათია კალანდარიშვილი.

მშობლები