ჭდე: ბელგია

ბელგიამ ინგლისს მოუგო და მე-3 ადგილი მოიპოვა

ბელგიამ ინგლისს მოუგო და მე-3 ადგილი მოიპოვა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიოს საფეხბურთო პირველობის მატჩი მე-3 ადგილისთვის ბელგიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის. შეხვედრა, რომელიც სანქტ პეტერბურგში გაიმართა, ბელგიის უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-4 წუთზე თომას მენიემ გახსნა – 1:0. 82-ე წუთზე ედენ აზარმა მეორედ აიღო ინგლისელთა კარი და შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 2:0. ბელგიამ ისტორიაში პირველად მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-3 ადგილის მოპოვება. […]

საფრანგეთი ფინალში გავიდა

საფრანგეთი ფინალში გავიდა

ცოტა ხნის წინ დასრულდა ნახევარფინალური მატჩი საფრანგეთსა და ბელგიას შორის. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და მისი ბედი ფრანგი უმტიტის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა – 1:0. საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია. მისი მეტოქის ვინაობა ხვალ ინგლისის და ხორვატიის მატჩის შემდეგ გაირკვევა.

მსოფლიოს პირველობიდან ბრაზილიაც გავარდა

მსოფლიოს პირველობიდან ბრაზილიაც გავარდა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩი ბრაზილიისა და ბელგიის გუნდებს შორის. შეხვედრა მოულოდნელი შედეგით დამთავრდა. პირველ ტაიმში გაშვებულ ორ ბურთს ბრაზილიელებმა მეირე ნახევარში მხოლოდ ერთით უპასუხეს და 1:2 დამარცხდნენ. ბელგია ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება, რომელმაც მერვედფინალში ურუგვაის 2:0 მოუგო.

ბელგიამ იაპონიასთან 0:2 ამოატრიალა და 3:2 მოიგო – ვიდეო

ბელგიამ იაპონიასთან 0:2 ამოატრიალა და 3:2 მოიგო - ვიდეო

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ შეხვედრაში ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიის ნაკრები ანგარიშით 3:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში გადავიდა. პირველი ორი გოლი თამაშში იაპონიამ გაიტანა – 48-ე წუთზე ჰარაგუჩიმ გახსნა ანგარიში და მალევე, 52-ე წუთზე ინუიმ გაიტანა გოლი. თუმცა ბელგიამ თამაშის ბოლოსკენ ძალები მოიკრიბა და იაპონიის ნაკრების კარში პირველი გოლი 69-ე წუთზე ვერტონგენმა გაიტანა, შემდეგი გოლები კი ფელაინიმ 74-ე და შადლიმ 94-ე […]

ნიდერლანდებმა და ბელგიამ ტერიტორიები გაცვალეს

ნიდერლანდებმა და ბელგიამ ტერიტორიები გაცვალეს

2018 წლიდან ამოქმედდა სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ნიდერლანდებსა და ბელგიას შორის საზღვარი შეიცვალა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. ტერიტორიის გაცვლა უნიკალური შემთხვევა მეორე მსოფლიო ომისშემდგომ ევროპაში, როდესაც ორი ქვეყანა მშვიდობიანად შეთანხმდა საზღვრის ცვლილებაზე. ამასთან აღსანიშნავია, ნიდერლანდებმა ბელგიისგან უფრო დიდი ტერიტორია მიიღო, ვიდრე თავად გასცა – ბელგიამ 3 ჰექტარი ფართობის ნახევარკუნძული, ნიდერლანდებმა კი 16 ჰექტარი ფართობის ნახევარკუნძული მიიღო. […]

ბელგიაში ავიაშოუს დროს ვერტმფრენიდან პილოტი გადმოვარდა

ბელგიაში ავიაშოუს დროს ვერტმფრენიდან პილოტი გადმოვარდა

ბელგიაში გამართული ავიაშოუს დროს ვერტმფრენიდან Agusta A-109 პილოტი გადმოვარდა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით წერს. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ლიეჟის პროვინციის მეოთხე საინჟინრო ბატალიონის წარმომადგენელთა პარაშუტით ხტომის შემდეგ, ორი პილოტი მარტო იმყოფებოდა ბორტზე. ვერტმფრენიდან გადმოვარდნილი პილოტის ძებნა ამ დრომდე გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში სპეციალური სამძებრო ვერტმფრენი და საგანგებო ქვედანაყოფები მონაწილეობენ. ინციდენტის დროს ვერტმფრენი მიწიდან […]

ბელგიის შს მინისტრი – ბომბი, რომელიც გუშინ ბრიუსელში ტერორისტს აღმოუჩინეს, დიდი სიმძლავრის იყო

ბელგიის შს მინისტრი - ბომბი, რომელიც გუშინ ბრიუსელში ტერორისტს აღმოუჩინეს, დიდი სიმძლავრის იყო

ბელგიის შს მინისტრის იან იამბონის განცხადებით, ბომბი, რომელიც გუშინ ბრიუსელის ცენტრალურ სადგურზე ტერორისტს აღმოუჩინეს მნიშვნელოვანი სიმძლავრის იყო. მისი თქმით, ტერაქტი არ განხორციელდა ისე, როგორც ეს თვითმკვლელ ტერორისტს ჰქონდა დაგეგმილი. „ტერორისტმა ძლიერი ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენა, თუმცა სუსტი სიმძლავრის აფეთქება მოხდა“, – განაცხადა ბელგიის შს მინისტრმა. გუშინ, ბრიუსელის პოლიციამ ცენტრალურ რკინიგზის სადგურზე მამაკაცის ლიკვიდაცია განახორციელა, რომელსაც თვითმკვლელის […]