ბელგიაში ავიაშოუს დროს ვერტმფრენიდან პილოტი გადმოვარდა

ბელგიაში ავიაშოუს დროს ვერტმფრენიდან პილოტი გადმოვარდაბელგიაში გამართული ავიაშოუს დროს ვერტმფრენიდან Agusta A-109 პილოტი გადმოვარდა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით წერს.

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ლიეჟის პროვინციის მეოთხე საინჟინრო ბატალიონის წარმომადგენელთა პარაშუტით ხტომის შემდეგ, ორი პილოტი მარტო იმყოფებოდა ბორტზე.

ვერტმფრენიდან გადმოვარდნილი პილოტის ძებნა ამ დრომდე გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში სპეციალური სამძებრო ვერტმფრენი და საგანგებო ქვედანაყოფები მონაწილეობენ.

ინციდენტის დროს ვერტმფრენი მიწიდან რამდენიმე ასეულ მეტრზე იმყოფებოდადა პილოტს პარაშუტი არ ჰქონდა. შემთხვევის შემდეგ, მეორე პილოტმა ვერტმფრენის დასმა ექსცესების გარეშე მოახერხა.

1tv.ge