ჭდე: ბიძინა ივანიშვილი

„ძალიან არასწორი სტავკა გააკეთე, ძმაო, ასე როგორ დაგოიმდი“ – სააკაშვილი ივანიშვილს

„ძალიან არასწორი სტავკა გააკეთე, ძმაო, ასე როგორ დაგოიმდი“ - სააკაშვილი ივანიშვილს

ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ მიმართა. მისი თქმით, ივანიშვილმა არასწორი გათვლა გააკეთა, როდესაც რუსეთ-უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, რუსეთის პოზიციას მიემხრო „მე მაქვს ცუდი ამბავი შენთვის, ივანიშვილს მინდა ვუთხრა. ძალიან არასწორი სტავკა გააკეთე, ძმაო. ადრე გიმართლებდა, მაგრამ ახლა პუტინის გამარჯვებაზე რომ დააყენე სტავკა, ასე როგორ დაგოიმდი? პუტინი ასხავს ბლომდე უკრაინაში საქმეს […]

“ივანიშვილი კობახიძესაც თამაშგარეთ დატოვებს” – გედი ფოფხაძე

"ივანიშვილი კობახიძის კლანს იმიტომ აძლიერებს, რომ მოიშოროს"

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პროცესებს საქართველოში ისევ ივანიშვილი მართავს. – კობახიძე ისეთივე ნომინალურია, ისეთივე მარიონეტია, როგორც ნებისმიერი სხვა “ქართულ ოცნებაში”. თუ კობახიძეც რაიმე ისეთს გააკეთებს, რაც  ივანიშვილს არ მოეწონება, თამაშგარეთ დარჩება. – თქვენ რას უკავშირებთ პარლამენტის თავმჯდომარეების ასე ხშირ ცვლილებას? თუ ივანიშვილის ერთგულებაზეა საუბარი, ყველა ერთგული იყო.  – […]

ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს ხვდება 

ირაკლი ღარიბაშვილი - "ივანიშვილის მსგავსი დემოკრატი მმართველი საქართველოს არ ჰყოლია"

„მთავარი არხის” ექსკლუზიური ინფორმაციით, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს ხვდება. ცნობილია, რომ ხვალ დილით საქართველოს პრემიერი მთავრობას და საზოგადოებას წლის ანგარიშს წარუდგენს. სავარაუდოდ, სწორედ ამ ანგარიშს უკავშირდება ღარიბაშვილ-ივანიშვილის დღევანდელი შეხვედრა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

„შსს-გან მოვითხოვთ, გამოაქვეყნოს ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის თაობაზე“ – ნიკა გვარამია

"მინიმუმ 5 წელი აღარ დავბრუნდები" - ივანიშვილმა შუშის სასახლე დაცალა და საქართველოდან მიდის

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს: „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოვითხოვთ, გამოაქვეყნოს ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის თაობაზე.“

“მინიმუმ 5 წელი აღარ დავბრუნდები” – ივანიშვილმა შუშის სასახლე დაცალა და საქართველოდან მიდის

"მინიმუმ 5 წელი აღარ დავბრუნდები" - ივანიშვილმა შუშის სასახლე დაცალა და საქართველოდან მიდის

“ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნიდან მიდის. “ნოდარ მელაძის” შაბათის ინფორმაციით, ოლიგარქმა შუშის სასახლე დაცალა. ცნობილია, რომ ივანიშვილის შვილები საქართველოში უკვე აღარ იმყოფებიან – ბერა კორეაშია, ცოტნე და უტა საფრანგეთში გვანცა კი ამერიკაში. “ტვ პირველის” მაყურებელი დღეს ახლოდან პირველად ნახავს სასახლეს, რომელიც უძლეველი მმართველის ციხესიმაგრე იყო.  “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ადგილიდან გატანილია ხელოვნების ნიმუშები, მანქანებს ყიდიან, […]

გიორგი გახარია – „ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, მოსწონს ცოცხების გაცოცხლება?!“

გიორგი გახარია - „ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, მოსწონს ცოცხების გაცოცხლება?!“

„ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და წასვლა დაანონსა, ხომ გამონახა შესაძლებლობა, რომ წერილი დაეწერა და ჩემთვის მოღალატე ეწოდებინა. მე მინდა ვთხოვო, რომ კიდევ ერთი გამონაკლისი დაუშვას და აი ახლა აგვიხსნას უბრალოდ, როგორ აფასებს იმ რეალობას, რაც დღეს საქართველოში ხდება” – განაცხადა გიორგი გახარიამ ტვ პირველის ეთერში. გახარიამ კითხვით მიმართა ბიძინა […]

გია ხუხაშვილი – “ივანიშვილს გადარჩენის ერთადერთი შანსი დარჩა…”

გია ხუხაშვილი - "ივანიშვილი თვითონ დაემსგავსა იმ ურჩხულს, რომელსაც ადრე ერთად ვებრძოდით"

გია ხუხაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ივანიშვილს ისტორიულად გადარჩენის ერთადერთი შანსი დარჩა: აღიაროს, რომ ხელისუფლებაში მოიყვანა უინტელექტო, უზნეო და უტიფარი დაჯგუფება, რომელსაც არ უყვარს სამშობლო, პატივს არ სცემს სახელმწიფოს და ძალაუფლების მეტი არაფერი აინტერესებს. დაიბრუნოს პასუხისმგებლობა, დაიკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ერთადერთი მისიით – ჩაატაროს გამჭვირვალე, კონკურენტული, სამართლიანი რიგგარეშე არჩევნები. ისეთი არჩევნები, რომელშიც დამარცხებული მიულოცავს გამარჯვებულს. ჩაატაროს და წავიდეს… […]

„წადი პირამიდები ნახე, წადი რა, წადი“ – გოგი წულაია ივანიშვილს

გოგი წულაიას 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

გოგი წულაია ციხიდან ბიძინა ივანიშვილს მიმართავს: „ბიძინა ივანიშვილს ვეტყვი, გაქვს საკმარისი ფული, ხარ იმ ასაკში, რომ შეხედე ევროპელ პენსიონერებს, დადიან მსოფლიოს ათვალიერებენ, გაქვს ეგ ფული, წადი ინდონეზია ნახე, წადი ეგვიპტის პირამიდები ნახე, წადი რა წადი, წადი და ვსიო წადი. გაგვანებე თავი შეგვეშვი და მადლობელი დავრჩებით, თორემ მოგიწევს გაგდება, მოგიწევს ქონებების დათმობა”, – აცხადებს წულაია “მთავართან” […]

ბიძინა ივანიშვილი მილიარდერთა სიიდან გაქრა

6 მსახიობი, რომლებმაც ივანიშვილის “მოწყალებაზე“ უარი თქვეს 

“ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ბლუმბერგის მილიარდერების სიაში აღარ არის. ბლუბერგის გუშინდელი მონაცემებით, ივანიშვილი $5.92 მილიარდით 492-ე ადგილზე იყო. დღევანდელი მონაცემებით კი ის სიაში აღარ იძებნება. მილიარდერების სიის ბოლო, მე-500 ადგილს ამერიკელი მილიარდერი პატ სტრაიკერი $5.93 მილიარდით იკავებს. მთავარი

“გახარიამ ივანიშვილს პირდაპირ უნდა დაარტყას”

"გახარია, ივანიშვილის დახმარებით, ოპოზიციურ პარტიას შექმნის" - რამაზ საყვარელიძე

კახა კუკავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას გახარია ძალიან აგვიანებს: – რას გეგმავს გახარია, არ ვიცით. უნდა გაკეთდეს განცხადებები საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველოში არის დიქტატურა და ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას. საერთოდ, ბიძინა ივანიშვილს ნაკლებად ეხებიან და, როგორც მე მრჩება შთაბეჭდილება, ძირითადად კობახიძის ოპოზიციად პოზიციონირებენ, რაც  დიდი შეცდომაა. – გახარია საერთოდ დაარტყამს ივანიშვილს? – […]