ჭდე: ბორჯომი

ბორჯომში 41 წლის შვილი დედაზე სისტემატურად ძალადობდა – შვილის მკვლელობის ახალი დეტალები

მკვლელობა ბორჯომში – ვაშლოვანას დასახლებაში დედამ შვილი მოკლა. გარდაცვლილს ჭრილობები, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული. ადგილობრივების ინფორმაციით, 41 წლის შვილი დედაზე სისტემატურად ძალადობდა და სავარაუდოდ, ტრაგედიის მიზეზიც ეს გახდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა. 1958 წელს დაბადებულ თ.პ. – ს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შსს–მ გამოძიება სსკ–ის 109 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, […]

ბორჯომში შვილის მკვლელობისთვის მისი დედა, 62 წლის თ.პ. დააკავეს

ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი ბ.მ. მოკლეს

ბორჯომში შვილის მკვლელობისთვის თ.პ. დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი: “შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული თ.პ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ბორჯომში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა შვილს – […]

ბორჯომში ახალი წლის ღამეს დედამ შვილი მოკლა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ქალაქ ბორჯომში ახალი წლის ღამეს დედამ შვილი მოკლა. გარდაცვლილს ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარზე დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის მესამე ნაწილით უკვე დაიწყო, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკლელობას გულისხმობს. მთავარი

ბორჯომთან ლექსუსი ხევში გადავარდა – დაიღუპა ბავშვი, 4 მგზავრი დაშავდა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ბორჯომში ავტოავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ზანავი-კორტანეთის საავტომობილო გზაზე “ლექსუსის” მარკის მსუბუქი ავტომანქანა 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავტომობილი, რომელიც ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა,  ხევში გადავარდა. მანქანაში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, აქედან მცირეწლოვანი  ბავშვი გარდაცვლილია. ინფორმაციას, ჯეოჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში ადასტურებენ. დანარჩენი ოთხი დაზარალებული, რომელიც სავარაუდოდ ერთი ოჯახის წევრები არიან, საავადმყოფოში რჩებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სამედიცინო ცენტრის დირექტორის ირაკლი […]

ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი დააკავეს

ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი დააკავეს

ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე სავარაუდოდ, დღეს ბორჯომში დააკავეს. რა მოხდა ბორჯომის თვითმმართველობაში და რა გახდა დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ საქმე ქრთამის აღების ფაქტს უკავშირდება. ამ წუთებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობაში ფინანსთა სამინისტროს ანტიკორუფცუიული სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან და სავარაუდოდ დოკუმენტაციას ამოწმებენ. დეტალებს ტელეკომპანია “ბორჯომი” აზუსტებს ბორჯომი ტვ.

ბორჯომის ტყეში 22 წლის ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ოზურგეთში 38 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

ბორჯომში 22 წლის ბიჭი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა, ახალგაზრდას სუიციდის მიზეზი. შინგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„ბორჯომობის“ დეკორაციული ქოლგები მაყურებლებმა სახლში წაიღეს – ვიდეო

„ბორჯომობის“ დეკორაციული ქოლგები მაყურებლებმა სახლში წაიღეს - ვიდეო

„ბორჯომობის“ დღესასწაულზე, წვიმის დროს, ფერადი ქოლგებისგან გაკეთებული დეკორაცია, ღონისძიების მაყურებელმა თვითნებურად ჩამოხსნა. ქოლგების ნაწილი მათ მერიის თანამშორმლებმა ჩამოართვეს. ბორჯომში, დაახლოებით 16:00 საათზე წვიმა დაიწყო. მაყურებლების ნაწილი ცენტრალური პარკიდან დეკორაციის ფერადი ქოლგებით წავიდა. ქოლგების შეგროვებაზე მერიის დასუფთავების თანამშრომლები ზრუნავდნენ: “ზოგს გამოართვეს ქოლგები უკან”, – ამბობენ ბორჯომის მერიაში. ცენტრალურ და კოსტავას სახელობის პარკებში რამდენიმე ღონისძიება ერთდროულად მიმდინარეობს. […]

ბორჯომში ჯიხურში 60 წლის გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ბორჯომში, 60 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცემის მიმდებარე ტერიტორიაზე, სწრაფი კვების ჯიხურში ნაპოვნ მამაკაცს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

ბორჯომში დაკარგული 2 მე-9 კლასელი გოგონა ზესტაფონში იპოვეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად 6 ივნისს, ბორჯომიდან გაუჩინარებულ არასრულწლოვნები იპოვეს. ისინი იმერეთის რეგიონში, ზესტაფონში იმყოფებოდნენ. 15 წლის არასრულწლოვნების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ორივე არასრულწლოვანი გვიან ღამით მშობლებთან ოჯახებში დააბრუნა. არასრულწლოვანების გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს. პრაიმ ტაიმი დაკარგული გოგონების მობილურები ლიმონათის […]

ბორჯომში დაკარგული გოგონები ხაშურში იპოვეს? – შსს ამ ინფორმაციას არ ადასტურებს

ბორჯომში დაკარგული გოგონები ხაშურში იპოვეს? - შსს ამ ინფორმაციას არ ადასტურებს

ბორჯომის პირველ საჯარო სკოლასთან შეკრებილებს რამდენიმე წუთის წინ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გაუჩინარებული გოგონები პოლიციის ეკიპაჟმა ხაშურში იპოვა. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ერთ-ერთი დაკარგული გოგონას დედა შეუძლოდ გახდა. მისთვის დახმარების სასწრაფო დახმარების ექიმები ცდილობენ. ამასთან, სკოლის სიახლოვეს მდებარეობს ბორჯომის პოლიციის შენობა და შენობასთან მყოფი პოლიციელები აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ინფორმაციას გოგონების პოვნის შესახებ ჯერ არც შსს-ს […]