„ბორჯომობის“ დეკორაციული ქოლგები მაყურებლებმა სახლში წაიღეს – ვიდეო

„ბორჯომობის“ დეკორაციული ქოლგები მაყურებლებმა სახლში წაიღეს - ვიდეო„ბორჯომობის“ დღესასწაულზე, წვიმის დროს, ფერადი ქოლგებისგან გაკეთებული დეკორაცია, ღონისძიების მაყურებელმა თვითნებურად ჩამოხსნა. ქოლგების ნაწილი მათ მერიის თანამშორმლებმა ჩამოართვეს.

ბორჯომში, დაახლოებით 16:00 საათზე წვიმა დაიწყო. მაყურებლების ნაწილი ცენტრალური პარკიდან დეკორაციის ფერადი ქოლგებით წავიდა. ქოლგების შეგროვებაზე მერიის დასუფთავების თანამშრომლები ზრუნავდნენ: “ზოგს გამოართვეს ქოლგები უკან”, – ამბობენ ბორჯომის მერიაში.

ცენტრალურ და კოსტავას სახელობის პარკებში რამდენიმე ღონისძიება ერთდროულად მიმდინარეობს. „სხვადასხვა ადგილზე ერთდროულადაა ღონისძიებები. ჯერ ძლიერი წვიმა არ არის, ამიტომ შეწყვეტას არ ვაპირებთ. ღონისძიებას საღამოს გალა კონცერტი დაასრულებს“, – ამბობენ ბორჯომის მერიაში.

სამხრეთის კარიბჭე